PART 22

401 33 0
                                    

✨ლაშქრობაში✨
მას შემდეგ რაც ჯიმინმა კიდევ ერთხელ დააგვიანა და ლამის თვითმფრინავზეც დავაგვიანეთ ყველაფერმა წყნარად ჩაიარა და კურორტზე ჯანმრთელად ჩავედით.
ახლა აეროპორტში მივაბიჯებთ და ფანების წინ უნდა გავიაროთ ღმერთო არ შემიძლია ეს ღრიანცელი,მათი მიზანი აიდოლის შეხება და დაფიქსირებაა, მეტი საქმე რომ არ გექნება,შესასვლელი კარები გაიღო და ბიჭებმა დაცვასგან ერთად შიგნით შეაბიჯეს,თვალის მომჭრელი შუქი რომლებიც ფოტოაპარატებიდან მოდის გაიძულებს დაიმანჭო და კამერას არც შეხედო.ფანები ისევ უკულტურულობას იჩენენ და პირად სივრჩეში იჭრებიან, ექაჩებიან და ცდილობენ ფოტოები გადაიღონ.
ყველანი ამ ამბავს ისე უყურებენ თითქოს ეს ნორმალურია მე კი ცოტა არ იყოს შეშინებული ვარ დიდი ბრბო რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებთ,სხვებისგან განსხვავებით დაძაბული დავდივარ ივი კი სიამაყით მოაბიჯებს და ერთ გოგოს რამის შემოცხო რომელმაც ჯიმინს პლაშზე მოქაჩა
-რატო დადიხარ დაძაბული?_მკითხა შუგამ რომელიც ფაქტიურად ჩურჩულებდა
-სერიოზულად ეს სიტუაცია არ გძაბავს?ამდენი გადაღება,ამდენი ხალხი, რომელსაც შენი შეხება უნდა ვფიქრობ არასასიამოვნო სანახავია ეს ყოველივე!
-რას ვიზავთ ასეთია აიდოლების სიცოცხლე,უნდა შეეგუო,ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ მოგიწევს ყოფნა როგორც მენეჯერს!
-დამამშვიდე...
იქაურობა დავტოვეთ და მანქანებში ჩავჯექით რომელიც გასასვლელთან გველოდებოდნენ.

ერთიანი გადაწყვეტილებით მთაში ასვლა და იქ დაბანაკება დღესვე გადაწყდა ამიტომ სათანადო ტრანსპოტის პოვნის შემდეგ ყველანი ერთად დავიძარით მთებისაკენ.

ეს სიქათქათე თვალის მომჭრელია, ზამთრობით ბუნება საქორწინოდ გამოწყობილ დედოფალს გავს, ასეთივე წმინდა და თეთრია,ყველას ათრობს თავისი სილამაზით. შემოდგომის მერე ჩემი ყველაზე საყავრელი სეზონი ეს ზამთარია მიყვარს როცა შეგიძლია მთაში სახლში იჯდე შენთვის უსმინო მუსიკებს და ფიქრებს მიენდო,საოცარია.
-ერთი ვონი შენი ფიქრების სანაცვლოდ
-ჩემი ფიქრები ერთ ვონად არ გაიყიდება
-სამწუხაროა;-;
-სხვა დროს იყოს როცა იმდენად გამიჭირდება რომ ფიქრებს ერთ ვონად გავყიდი
-სარკასტული ბრძანდებით!
-მადლობთ
-ჰეი ჰეი ახლა ამ წუთას მე და ჯიმინი კონცერტს ვაწყობთ და გვისმინეთ
ივიმ და ჯიმინმა უნისონში promise_ის შესრულება დაიწყეს ყურსასმენები გავითხარე ღრიანცელისთვის ძალიან არ მეცალა

Girl From a Dream✅Место, где живут истории. Откройте их для себя