PART 2:NANCY

773 60 3
                                    

მაღვიძარაზე რამოდენიმე წუთით ადრე მზის სხივებმა გამაღვიძეს რომლებმაც ღია ფერის ფარდაგს მიღმა შემოღწევა შეძლეს, წამოვჯექი, მაღვიძარა გავთიშე და ჩაცმას შევუდექი:ღია ჯინსი,მოცისფრო სვიტერი და იმავე ფერის ვანსები ჩავიცვი,შემდგომ საუზმე მოვამზადე და ჩემი პატარა ძმის ოთახში ავირბინე
-ალექს გაიღვიძე გვაგვიანდება!
-ნენსი გთხოვ 5 წუთიც.....
-არა ალექს წინაზეც ეგრე მითხარე ახლავე ადექი და ჩაიცვი!
-ოოოო.....
-მიდი,მიდი 10 წუთში ქვევით იყავი.

ისევ ქვევით ჩავედი ვისაუზმე და ჩემი ზარმაციც მალევე ჩამოვიდა ასევე ისაუზმა. ჩავაცვი,მეც ნაცრისფერი მანტო მოვიცვი და ბაღისაკენ წავედი საოცარი სანახაობაა სეული შემოდგომით,გრილი ბრიზი რომელიც სიარულის დროს თმას ნაზად გიფრიალებს და გაიძულებს კაშნში ცხვირი ჩარგო

-ნენსი!
-ჰჰჰმ...
-დღეს ნაცრისფერი თვალები გაქ!
-ოჰჰ ალექს ხომ გთხოვე რომ ყოველდღე ამას ნუ აკვირდები  სისულელეებით გაქვს თავი სავსე!
-შენ ვისზე რას ამბობ 17 წლის გოგო ხარ და დღემდე შეყვარებული არ გყოლია.
-ალექს!!

ბაღში ალექსი შევიყვანე,დავარიგე რომ არ ეცელქა წამოვედი და ავტობუსის გაჩერებასთან მივედი ჩანთიდან ყურსასმენები და წიგნი ამოვიღე და ამ სამყაროდან შორს წავედი ეს პროცესი ძალიან მიყვარს როდესაც მუსიკა გარე სამყაროს ხმას ახშობს და ამასობაში წარმოსახვას იყენებ იმისათვის რომ წიგნის ეპიზოდები წარმოიდგინი მაგრამ სიმყუდროვიდან ვიღაცის დაჟინებული მზერა მაიძულებდა გამოსვლას მისკენ მივიხედე მაგრამ მისი სახის ნახვა ვერ მოვახერხე ვინაიდან ავტობუსი მოვიდა და ბებომ რომელმაც ხელის კვრით გამწია დამაბნია,ავტობუსში ავედი და მძღოლთან ახლოს დავჯექი, მას ვიცნობდი და სკოლამდე პატარა დიალოგს ვაბავდით

-როგორხართ ბატონო კიჰიოკ?
-ოო ნენსი კარგად თავად?
-მადლობთ.
-ალექსი როგორ გყავს?
-კარგად...
-ალბათ როგორ უჭირს პატარას მშობლების გარეშე მაგრამ მაინც დიდი ბედნიერება რომ შენნაირი და ჰყავს,მამათქვენი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,კორეაში ხშირად ჩამოდიოდა,ბევრს მუშაობდა,მახსოვს შენც ყავდი აქ რამოდენიმეჯერ ისეთი პატარა იყავი სულ მის გევრდით დადიოდი.
-ჰომ მამაც მართალაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.
ბატონი კიჰიოკი მამას ახლო მეგობარი იყო...რაც შეეხება მამას და დედას ისინი მოკლეს ერთი წლის წინ,მამაჩემი კარგი პოლიტიკოსი იყო და ამის გამო მშობლიურ ქვეყანაში მას მკვლელობა მოუწყეს და იმ მიზნით რომ იმ ტირანების მსხვერპლები ჩვენც არ გავმხდარიყავით კორეაში ჩამოვედი ძმასთან ერთად,ჩემი და ბატონი კიჰიოკის  საუბარი ძალაუნებურად შეწყდა რადგან ჩემი ჩასვლის დრო იყო კიჰიოკს თბილად გავუღილე და სკოლისაკენ დავიძარი ეზოში ჩემს საუკეთესო მეგობარს ივის შევხვდი

Girl From a Dream✅Where stories live. Discover now