PART 12

415 38 0
                                    

ასე კარგა ხანია არ დავღლილვარ ამიტომ ჩემს ოთახში შევედი და დავეგდე დასაძინებლად ჰიჩოლმა მომწერა და მაცნობა რომ ხვალ ბითიეს გადაღებები აქვს რაღაც დროის მანძილზე ის მომაწვდის ინფორმაციას და ეს ძალიან მახარებს დრო დილის 10 საათი ამის გამო ადრე დაძინებამ მომიწევს რაზეც წინააღმდეგი არ ვარ.

დილით ივიზე ადრე გავიღვიძე და გარეთ ამინდის შესამოწმებლად გავიხედე მზე ანათებდა და ძალიან თბილოდა ამიტომაც ფართე თეთრი საროჩკა და შორტი ჩავიცი ჩანთაში ყველაფერი საჭირო ჩავილაგე და ტაქსით ბიგჰიტთან მივედი თითქმის ყველა მოსული იყო რამოდენიმე სტაფს ველოდით
-გამარჯობა როგორ ხარ?
-ოო ჰიჩოლ გაგიმარჯოს კარგად თავად?
-მადლობთ მეც ასევე
-ემმ საიდუმლო თუ არა რომელ მანქანაში უნდა ჩავჯდე?
-აი იმ შავში დიდი სიამოვნებით წამოგყვებოდი მაგრამ ჩემი საქმეებიც მაქვს ამიტომ დღეს ყველაფრის თავი შენ ხარ!
-მეხუმრები?
-არა თუ რამეა დამირეკე წარმატებებიი!!
ჰიჩოლმა მხარდაჭერის ნიშნით მხარზე რამოდენიმეჯერ მსუბუქად დამარტყა და კომპანიაში შევიდა
-კარგი ნენსი შენ ამას შეძლებ ფუუხ.
ჩემთან ერთ ერთი სტაფის წევრმა მოირბინა
-გამარჯობა,ყველანი მოსულები არიან და თქვენ გელოდებით დრო არაა რომ დავიძრათ?
-კი ყველას უთხარი რომ მანქანებში განთავსდნენ და შეხვედრის ადგილას მოვიდნენ
-და კიდევ ერთი რამ თეჰიონის სტაფი არ მოვა
-რას ქვია არ მოვა?
-მომწერა რომ მუშაობას წყვეტს
-ამას ახლა უნდა გვატყობინებდეს? კარგი დაჯექი რამეს ვიზავ
აიი სად დამერხა ახლ რა ვქნა! კარგი ივის დავურეკავ.
მანქანაში ჩავჯექი და ყველანი ერთად ფოტოსესიის ადგილისაკენ დავიძარით რომელიც ქალაქ გარეთ ბუნებაში იყო
-ივი ივი მიშველე!
-რა მოხდა
-თეჰიონის სტაფი არ მოვიდა და რა ვქნა?
-შენ იყავი მისი სტაფი ერთი დღით
-სულ გაუბერე? ამხელა მენეჯერი გოგო სტაფი გავხდე?
-თავს ნუ იფასებ! მე ყველაფერი გითხარი ჩაო!
-ივი მოიცა ივი!!..ჯანდაბა
მძღოლი:ნერვიულობთ?
-თავისთავად
-ნუ ინერვიულებთ ბატონი თეჰიონი თვითონაც დაიტანს მაკიაჟს ზედმეტად არავის შეაწუხებს
-თქვენ საიდან იცით?
-მისი მძღოლი ვიყავი ადრე.
*2საათიანი მგზავრობის შემდეგ*
დანიშნულების ადგილამდე მივედით და მთელი ჯგუფი ერთ ადგილას შევკრიბე
-ესეიგი გადამღებმა ჯგუფმა მოამზადოს აპარატურა სტაფები კი მაკიაჟს შეუდექით
-ემმ და მე რა ვქნა ქალბატონო ნენსი?
-შენ დღეს მე გიკეთებ მაკიაჟს
თეჰიონის "გალამაზება" დავიწყე თავს არ მიჩერებდა,ნერვები მომეშალა
-შეგიძლია ორი წუთი გააჩერო თავი?დავიღალე!
-რასაც მინდა იმას ვშვები!
-კარგი მაშინ კლოუნივით რომ ჩაგხატავ პრეტენზიები არ გქონდე ისედაც არ მეხალისება
-😒
მისი ჩახატვა რომ დავასრულე ისევ მენეჯერობის როლი მოვირგე და დანარჩენების საქმეს ვაკვირდებოდი
-ყველა მზადაა?
-მის ბატონი ჯიმინი გეძახით
-კარგი ახლავე
ჯიმინთან მივედი
-მოხდა რამე
-მეც ჩამხატე რა
-რატომ?
-ხელი უკანკალებს და მეშინია ფუნჯი თვალში არ მატაკოს!
-კარგი
ჯიმინის სტაფს ფუნჯები გამოვართვი და მის მაკიაჟს შევუდექი
-რაღაცნაირად მგონია რომ აქამდე ნანახი მყავხარ
-შეიძლება სადმე ქუჩაში თვალი მომკარი
-შეიძლება ჩვენთან ერთ თვეზე მეტი არ გაჩერდები?
-ჰმმ არ ვიცი ვნახოთ ჯერ ეს ერთი თვე გამაძლებინე
-ნუ ნერვიულობ შენს საქმეს ჯერჯერობით თავს კარგად ართმევ
-მადლობა,ესეც ასე გადაღებებს შევუდგეთ!!
ყველა თავის პოზიციას დაუბრუნდა და თქვენ ჯიმინის სტაფის სახე უნდა გენახათ როცა ეს ყველაფერი მოხდა ჩვეულებრივი შური.

Girl From a Dream✅Donde viven las historias. Descúbrelo ahora