ღმერთი სასტიკია

2.2K 132 51
                                    

- ლენა? - წარბები შეკრა და მომაჩერდა. - როგორ ბედავს, ასე მოგმართოს მას შემდეგ, რაც გარკვევით უთხარი, რომ ელენე გქვია! - ყბა ისეთი დაჭიმული აქვს, რომ შევეხო, ალბათ კანს დავიზიანებ.

- დაწყნარდი. - მიახლოება ვცადე, მაგრამ ცოტა კი მეშინოდა, ისეთი სახე ჰქონდა. კარისკენ მიბრუნდა და უცებ ვიფიქრე, გაბრაზებული მერაბს გაეკიდება-თქო, ისე სასაცილოც კი იქნებოდა. ადგა და ფანჯარა ჟალუზით დაფარა.

- აქ არ უნდა იყოს. უბრალოდ პროექტს ვუფინანსებ, აქ კი არ მუშაობს! - ისევ პატარა ბავშვივით აგრძელებდა ბუტბუტს.

  ეჭვიანი ადამიანები არასდროს მომწონდა. მამა მყავდა ზედმეტად ეჭვიანი და სიყვარულის კი არა, ზოგადად ყველაფრის გამო ეჭვიანობდა, მაგრამ  ალექსანდრეს უხდებოდა.

  ამ დროს პატარა ბუზღუნა ბავშვს ემსგავსებოდა. ისეთი არ იყო, ქართველი კაცების ოთხმოცდაათი პროცენტი რომ არის, თავისი ეჭვიანობის გამო გულს არასდროს მტკენდა. უბრალოდ ის აზრი აგიჟებდა, რომ მის სიყვარულს შევწყვეტდი, რომ როგორც ნორმალური ადამიანი, იმას ავირჩევდი, ვინც არ მატკენდა, ვის გვერდითაც სასიკვდილო საფრთხე არ დამემუქრებოდა, ვინც მხიარული იქნებოდა და არა მასსავით უხეში.

  მახსოვს პირველად რომ იეჭვიანა. მაშინ ერთად არ ვყოფილვართ. საერთოდაც მხოლოდ იმიტომ ვიცნობდი, რომ ჩემი ახლო მეგობრის,  მიას ძმა იყო. ზაფხული იყო და დახეული ჯინსისა და მოკლე, უმკლავებო მაისურის გარდა ვერაფერი გავიჩერე ტანზე. თმა მაღლა მქონდა აკრული და გულში ვწუწუნებდი, რაღა მაინც და მაინც ეს უჟმური შემომტენა მიამ-მეთქი. მისი დაბადების დღე იყო და მარკეტში გაგვაგზავნა დიდის ამბით.

  ყველაფერი საჭირო რომ ჩავყარეთ, მომცრო ზომის კალათში, როგორც იქნა მივაღწიეთ სალარომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ხმაც არ ჰქონდა გაცემული.

  არასოდეს ვაქცევდი სხვებს ყურადღებას. ხალხის თვალიერებას შენობების ყურება მერჩივნა, მოლარე კი რატომღაც ისე დაჟინებით მაკვირდებოდა,  მეც კი შევნიშნე. რა თქმა უნდა, ალექსანდრემაც დაინახა. ბოლო სამი თუ ოთხი ნივთიღა ჰქონდა გასატარებელი, ალექსანდრემ მკაცრი ხმით რომ უთხრა, ეკრანი აქ არისო და კომპიუტერისკენ მიანიშნა, რომელიც შეძენილი პროდუქტების სიას ადგენდა და მათ ღირებულებას აჯამებდა. ბიჭმა ბოდიში მოიხადა, ალექსანდრემ კი თავისი დიდი ხელი მთელი ძალით შემომხვია წელზე. ისე მაგრად მიმიხუტა, თითქოს ჩემს თავს ვინმე წაართმევდა. მაშინ პირველად ჩამივარდა ხმა გაოცებისაგან.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora