იდეალური დილა

1.8K 115 46
                                    

  სახლის დახურულ კარებს ვეკვვრი და სულ არ ვცდილობ, სხეულში არსებული ვნება შევაკავო. მთელი ძალით ვეკვრი ალექსს და ხელებს მის თმაში ვხლართავ.

- მიყვარხარ, - მეუბნება ის და მკოცნის. უსირცხვილოდ დაასრიალებს ხელებს ჩემს სხეულზე და ვკივი, როცა საჯდომზე მჩქმეტს.

- მეტკინა, ცხოველო!

  პასუხად უბრალოდ იცინის და თავის საქმიანობას განაგრძობს. ამჯერად ნელი და ნაზი მოძრაობებით მიიწევს ყელისკენ. ჯერ მთელ სახეს მიკოცნის, თვალებზეც კი მიტოვებს ნაზ შეხებას, მერე ცხვირზე და მასზე არსებულ პაწაწინა ზომის ხალზე, ტუჩების ჯერიც დგება და უმოწყალოდ მიწითლებს ზედასაც და ქვედასაც. არც ის ავიწყდება, რომ ყბაზე მიკბინოს და თითქმის მალურჯებს, სიტყვა 'თითქმის' უკვალოდ ქრება, როცა ყელზე ინაცლებს. ჩემი ხარო, ბრძანებლური ტონით მეუბნება და კბილებს კანში მასობს. ვკივი ტკივილისგან, რომელიც უკვალოდ ქრება იმავე ადგილას მისი კოცნის შემდეგ.

  ბააგებიდან კვნესა მწყდება, როცა ლავიწზე მკბენს უხეშად, თუმცა ნაზი მეჩვენება. ცდილობს,  არ მატკინოს, რისი გააზრებაც  სიკვდილამდე სასიამოვნოა.

- შენი ყველაფერი მე მეკუთვნის.

- ნწ! - უარვყოფ მის ნათქვამს და მეცინება, როცა ვამჩნევ, რომ მაშინვე ღიზიანდება. მგონია, მე მოვიგე, თუმცა ამის საშუალებას არ მაძლევს.

   მაშინვე მიტაცებს ხელში და იმ საძინებელში შევყავარ, სადაც ახალი წლის პირველი ღამე გავატარეთ ერთად. ხელს მიშვებს და მეც ფეხზე ვდგები. მათვალიერებს ისე,რომ მისი მზერა მწვავს, მერე კი ერთ ხელს კისერზე მხვევს, მეორე ხელით თმას მიწევს უკან.

- მინდა, ერთი რამ დაიმახსოვრო, - იმ თვალებით მიყურებს, ჩვეულებისამებრ ლურჯი რომაა, ახლა კი შავი ჩანს. - მანამ, სანამ სუნთქავ, - ხელებს წელზე მხვევს ისე, თითქოს ნეკნებს მითვლიდეს. მერე კი ვხვდები, რომ ფილტვებზე მანიშნებს. - მანამ, სანამ გული გიცემს, - ხელს მკერდთან მადებს და ჩემი გულიც მაშინვე ჩქარდება. - მანამ, სანამ არსებობ და ჩემთან ხარ, - ისევ წელზე მიცურებს ერთ ხელს, მეორეს კი კისერზე მხვევს და ჩვენ სახეებს აახლოებს. - შენ მე მეკუთვნი.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ