შიში

1.9K 125 52
                                    

    სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა გაურკვევლობა. ეს მხოლოდ ჩემი, თორემ მია მთელი დღე ნერვიულობდა. ლილე და ქეთა რომ გამოჩნდენ სახლის კარში, ზუსტად მაშინ გაისმა ჩემი მობილურის ხმა.

  მიას ტელეფონი თავის სახლში დარჩენოდა და ჩემსას იყენებდა, თუმცა ვიფიქრე, მე მირეკავდნენ, ჯიბიდან ამოვაცურე და ვუპასუხე.

- ვის ვესაუბრები? - სრულიად უცხო ხმა გაისმა.

- მე ელენე ვარ.

- ქალბატონო ელენე, კლინიკაში უნდა მოხვიდეთ.

- რატომ? - ნერვიულობისგან ძლივს შევძელი მეკითხა. წარმოდგენა არ მქონდა, ასე უცებ ვის რა უნდა მოსვლოდა.

- ბოლოს თქვენთან ჰქონდა დარეკილი, - თავის გამართლებასავით გამოუვიდა. - ბატონი დემეტრე ავარიაში მოყვა. - შევკრთი.

- მისამართი შეტყობინების სახით მომწერეთ, მოვდივარ.

  ასე და ამგვარად, აღარაფრის გაკეთება დამჭირდა მის საპოვნელად.

  ტელეფონი  ისევ ჯიბეში დავაბრუნე. ირგვლივ მყოფნი შევაშინე ჩემი გაფითრებული სახით, ამას ვხვდებოდი.

- ელე,  რა მოხდა? - ისედაც განერვიულებული იყო მია და რა მეთქვა: არ ინერვიულო, უბრალოდ ავარიაა, მეტი ხომ არაფერი-თქო?

- მე...

- რა გჭირს? - ქეთა მომიახლოვდა.

- ქეთა, მანქანა უნდა მათხოვო. მია, ჩაიცვი.

- არ იტყვი, რა მოხდა? - ამჯერად ლილე მომაჩერდა.

- მია, გააკეთე, რასაც გეუბნები. - ცოტა ხმამაღლა მომივიდა თქმა, მაგრამ ამან გაჭრა. მია ოთახის კარს უკან გაუჩინარდა. რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, მაინც გვქონდა ერთმანეთის ნდობა და სიყვარული შერჩენილი, ამიტომ ზედმეტი აღარაფერი უკითხავს.

  შემოსასვლელში ვიყავით გაჭედილები და ვერაფრით ვუძლებდი მეგობრების მწველ მზერას.

- თქვი! - მკაცრად თქვა ქეთამ და როცა ლილეც არ ჩამორჩა, ჩუმად  ავუხსენი ყველაფერი.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now