დაიცავი საყვარელი ადამიანები

2K 130 49
                                    

  დღეები დღეებს მისდევდა და ისე გავიდა დრო,  ვერც მივხვდი. ბევრი არაფერი მომხდარა მას შემდეგ, რაც დემეტრემ გვანერვიულა.  ასეთი ბიჭი ცხოვრებაში არ შემხვედრია. უკვე კარგად გავიცანი და მიას ვუსაყვედურე კიდეც, რატომ დაგჭირდა მის შესაყვარებლად ამდენი დრო, ოთხი თვე რა ამაბავია მეთქი.

  ახალი წელი ისე მოგვადგა კარს, ვერც შევნიშნე. დილიდან არეულობა ტრიალებდა ოჯახში. რა აღარ გააკეთეს ლილემ და ქეთამ. დადვანი აქეთ-იქით დადიოდა და განკარგულებებს გასცემდა: ეს აქ დადგით, ის - იქო. როგორ აღარ ეცადა ლილე, მაგრამ ვერაფრით მოაწონა ნაძვის ხე. ქეთამ იმხელა მოგვიტანა სახლში, ჭერს სწვდებოდა და მაინც უკმაყოფილო იყო, ისე რთავ,  დაბალი ჩანსო. მხოლოდ ქეთას ხელში თუ იქნებოდა კეკელია ასეთი ნერვებდაწყვეტილი.

  მე მშვიდად ვიყავი. საოჯახო საქმეები ჩემი არ იყო და ამ ორს ერთად მარტო ვტოვებში ხოლმე სახლში. რუტინული გახდა ყველაფერი. შევეჩვიე   წარსულის ლანდები ლანდები რომ აღარ იყვნენ და თითქმის ყოველდღე ვხედავდი მათ.

  მია დემეტრესთან გადავიდა, მაგრამ ახალ წელს ჩვენთან ხვდებოდნენ. ნაკაშიძეს თურმე არავინ ჰყოლია. მიას თქმით, აღარც თავად ჰქონდა წასასვლელი, ამიტომ გაუხარდათ, როცა დავპატიჟეთ.

  სამსახურში ყველაფერი ნორმალურად მიდოდა,  მიმღების გოგო, სოფოც კი არ მენახა და დაკავებულ ალექსანდრეზე ხომ საუბარიც არ მაქვს. ის ზუატად იმას აკეთებდა, რაც ვუთხარი- ჩემგან თავს შორს იჭერდა. ფაქტობრივად მართლაც ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც ადრე.

   ახლა კი ვიჯექი მისი კომპანიის ერთ-ერთ კაბინეტში და გაბრაზებული შევჰყურებდი ლეპტოპის ეკრანს. ჩემი იმეილი მქონდა გახსნილი და 'ბედნიერი' ვკითხულობდი ბატონი ალექსანდრეს მოწვევას საახალწლო ივენთზე, რომელიც ხვალ 10 საათზე დაიწყებოდა და რომელიც ახალი წლის კომპანიაში შეგებებას გულისხმობდა.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now