4

1.9K 188 111
                                    

ჯინი: ღმერთო... არც კი ვიცი რა გითხრა...

ლოლა: რა უნდა მითხრა... ქალი, რომელსაც უღალატეს, როგორ უნდა გაამხნევო, ჯინ...

ჯინი: ვერაფრით ვხვდები ეს რაში სჭირდებოდა... აღიარა?

ლოლა: შენ წარმოიდგინე
და - არა!

ჯინი: ფაქტს უარყოფს?! ზუსტად როგორ იყო ეგ ამბავი?

ლოლა: მოკლედ... პარასკევ საღამოს ვიჩხუბეთ და თეჰიონი 'ლა კრუაში' წავიდა დასალევად. მიზეზი განხილვად არ ღირს... თუმცა მაინც გეტყვი! მისი პურიტანობა ნერვებს მაწყვეტდა... მითხრა, რომ ჩემი ქვედაკაბისა და საცვლის სიგრძეს შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავდა! ბევრი ვიკამათეთ და ბოლოს უბრალოდ კარი გაიხურა... მარტო როცა დავრჩი, დავჯექი და დავფიქრდი თეჰიონის სიტყვებზე... არ ტყუოდა... მაგრამ თავად მიყიდა უმეტესი მათგანი და ვეღარ ვარკვევდი კონკრეტულად რისი მიღწევა სურდა... გადავწყვიტე განმარტების გარეშე დამეთმო. მოთმინებით დაველოდე და რაწამს დაბრუნდა კისერზე ჩამოვეკიდე, ავუხსენი, რომ ვეთანხმებოდი და პრობლემა არ მქონდა მის სურვილთან. სასმლის სუნად ყარდა... დეტალები რომ გამოვტოვო, არ მომისმინა და პირდაპირ საძინებელში გადავინაცვლეთ, თუმცა უცნაურად მოუთმენელი იყო იმ ღამით და ყოველ წუთში გაიძახოდა 'ჩემი ხარ, ლოლა, მხოლოდ ჩემიო'. რა თქმა უნდა, ეს მომწონდა, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი...

ჯინი: ანუ... სექსი გქონდათ?

ლოლა: ჰო, ოღონდ უფრო მხურვალე, ვიდრე აქამდე, იფიქრებდი, რომ რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა. ყოველ მომდევნო დღეს ასე ხდებოდა - მეფერებოდა, თითქოს სამყაროს დასასრული ყოფილიყოს...

ჯინი: ჰო, მაგრამ ზოგადადაც ძალიან მოსიყვარულე იყო შენ მიმართ, რა გაგიკვირდა?

ლოლა: მისმინე, ეს სხვა რამეა... ხომ ვგრძნობდი, არა? ბოლო დღეები მუდმივად საკუთარ ძლიერ მხარეებს უსვამდა ხაზს, ზედმეტად დომინირებდა, ფაქტობრივად, განძრევა არ მიწევდა არც საწოლში და არც - სამზარეულოში... ალბათ, იმიტომ, რომ არაფერი მეეჭვა!!!

I WON'T TEXT YOU BACK, TAEHYUNG! (დასრულებული)Where stories live. Discover now