25

1.6K 170 211
                                    

და იმ წერილის შემდეგ თეჰიონის თავში განგაშის ზარებმა ერთდროულად ატეხეს რეკვა...

"იქნებ, მართლა დაგივიწყა"

"იქნებ, სხვა იპოვა"

"იქნებ, აღარ სჭირდები"

"იქნებ, არასერიოზული მუსიკოსის მეტს არაფერს წარმოადგენ"

"იქნებ..."

Private Chat

kimseokjin: ცდები! ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ გული გატკინოს, გამოფხიზლდი, თეჰიონ! ეს ბლეფია! ლოლას სურს, რომ მისთვის იბრძოლო!

kimseokjin: რომ ქარიშხლები დაამარცხო!

kimseokjin: რომ დედამიწის ზურგზე მისი სახელი ამოკაწრო!

kimseokjin: რომ კვლავ მოძებნო!

kimseokjin: რადგან სიგიჟემდე უყვარხარ და შენთან ყოფნისთვის კვლავ სჭირდება მიზეზი!

kimseokjin: რომ გაპატიოს!

kimseokjin: რომ არ ინანოს!

kimseokjin: რომ ამოყვინთოს გაუგებრობიდან!

kimseokjin: და როგორი დაღლილიც არ უნდა იყო, რა აზრი აქვს დასვენებას, რა აზრი აქვს სიმართლეს, თუ შენი საყვარელი ქალი იტირებს?!

End Of Conversation

მართლაც... ალბათ, სიცოცხლეზე ძვირად ფასობდა დოლორეს რენე კავალი, მაგრამ კიმ უბრალო საქსაფონისტი თეჰიონი ისე იყო ქანცგამოცლილი, რომ ომში წასასვლელად ძალა აღარ შერჩენოდა. იჯდა და სივრცეში იცქირებოდა. განა, არ იცოდა, რომ თავად მეტად მიუძღვოდა ბრალი? მაშინ რატომღა ორჭოფობდა?

ოჰ, ეს სიამაყე...

"ვეღარ შეეხები!"

"ვეღარ ჩაიკრავ გულში!"

"ვეღარ ჩაუდებ თავს კალთაში ფეხბურთის ყურებისას!"

"ძვირად დაგიჯდება!"

"სიკვდილის ბოლომდე ინანებ!"

I WON'T TEXT YOU BACK, TAEHYUNG! (დასრულებული)Where stories live. Discover now