28

1.5K 180 124
                                    

სოკ-ჯინისა და ლოლას შეხვედრა ცრემლებისა და კივილის თანხლებით შედგა! დოლორესი ისე ძლიერ ეკვროდა ძველ მეგობარს, რომ იფიქრებდით - უთუოდ გაჭყლეტსო, მაგრამ, საქმე ის გახლდათ, რომ არც ჯინი აკლებდა ალერსს - ჩემოდნები ძირს დაყარა და სწრაფად აიტაცა ხელში, მოეხვია დიდი ხნის უნახავ გოგონას...

- ვერ ვიჯერებ... - სრუტუნებდა ბავშვივით - ვერ ვიჯერებ, რომ ჩემთვის ჩამოხვედი აქ!

- რა თქმა უნდა, ჩამოვედი! - თმა მზრუნველად აუჩეჩა უმცროსს - ჩემი ნომრის საფასურს შენ იხდი, არა?

- იდიოტი ხარ... - სუსტად უთავაზა და აკისკისდა - ღმერთო, სიხარულისგან გული გამისკდება!

- წამოდი, წამოდი, ბარგის ამოლაგებაში მომეხმარე! - მკლავი გამოსდო და ელევატორისკენ დაიძრნენ - მითხარი, მარტო რას აკეთებდი? ძალიან გამხდარხარ... სად წავიდა ის წვნიანი ლოლიტა?! თეჰიონს აღარ მოეწონები, გოგო!

- არ ვიცი... - მხრები აიჩეჩა - გაქრა, ალბათ. აღარ მშივდება... აღარაფერი მინდება საერთოდ... - კედლისკენ იბრუნა სახე.

- ტირილს აპირებ, თუ მეჩვენება?! - ხმას აუწია კიმმა.

- არ ვაპირებ! - ტუჩზე მაგრად იკბინა - გამივლის, რა... უბრალოდ დრო მჭირდება...

- ამაზე უნდა ვისაუბროთ! - გაღებულ კარში გზა მანდილოსანს დაუთმო, შემდეგ კი თავად გადადგა ნაბიჯი - ცუდად იქცევი...

- მე ვიქცევი ცუდად?! - გაგულისდა ლოლა - არც კი დამელაპარაკა!

- და იმაზე გიფიქრია, რომ ეგონა ღალატობდი, მაგრამ მაინც შენ გვერდით რჩებოდა?! მაინც გკოცნიდა?! მაინც ატარებდა ღამეებს შენს საწოლში?! - მოთმინება დაკარგა მამაკაცმა.

- ...

- იმაზე თუ გიფიქრია ამდენი ხნის განმავლობაში როგორ იყო?! კარდაკარ გეძებდა, ყველას დაუკავშირდა, ვისაც იცნობდა, მე ხომ საერთოდ გვერდები გამომჭამა და რისთვის... რის გამო, მიპასუხე!

I WON'T TEXT YOU BACK, TAEHYUNG! (დასრულებული)Where stories live. Discover now