22

1.5K 192 96
                                    

Private Chat

fluffyalien: ლოლა

fluffyalien: ლოლოლოლოლა

fluffyalien: ლოლიტა

fluffyalien: ლო!!!!!!!!!!!!!!!!!

fluffyalien: შენთან მოვდივარ, იცოდე, არსად წახვიდე!

fluffyalien: პატარავ!

fluffyalien: ვხედავ, რომ ჩართული გაქვს ინსტაგრამი!

fluffyalien: ჯანდაბა, ისევ იგნორი...

fluffyalien: ეს ტაქსიც ძალიან ნელია!

fluffyalien: მოკლედ, სანამ მოვალ...

fluffyalien: იცოდე, რომ მართალი იყავი, შენ ყოველთვის მართალი ხარ!

fluffyalien: მე კი - იდიოტი...

fluffyalien: მაგრამ მიყვარხარ, ლოლა, რა... უშენოდ არ შემიძლია...

fluffyalien: გთხოვ, მომეცი შანსი აგიხსნა... შენთვის არასდროს მიღალატია!

fluffyalien: უკვე ვიცი, რომ არც - შენ😣 მძულს საკუთარი თავი...

fluffyalien: ალბათ, გძინავს...

fluffyalien: არ მაინტერესებს, ხუთ წუთში მაინც მანდ ვიქნები!

Sent 03:39

End Of Conversation

თეჰიონი გაჩერებისთანავე გადმოვიდა მანქანიდან და სწრაფად გაიკვლია გზა უზარმაზარი ჭიშკრისკენ. მომავალ დღეს სიმაღლიდან თავდაყირა დაეშვებოდა, ოღონდ მაშინ მას შეხვედროდა... ათას ბოდიშს მოუხდიდა, მუხლმოყრილი სთხოვდა პატიებას, აღარასდროს მისცემდა წასვლის უფლებას თუ ლოლა... უბრალოდ აპატიებდა. უბრალოდ... არადა, ოჰ, რა საოცრად მნიშვნელოვანი იყო და რა იოტისოდენად უბრალო სინამდვილეში.

ნახევარი წუთის შემდეგ ნამძინარევი მოახლე გამოეგება კარში, გაუღიმა, მოიკითხა, სიტყვა გაუცვალა...

- დრო ცოტა მაქვს, სად არის? - აღელვებით მოცულმა უპასუხა მამაკაცმა - ოთახში?

- მის კავალი? - ჩაფიქრდა შუახნის ქალი - ერთი კვირის წინ ნიცაში წავიდა, მაგრამ მესამე დღესვე ჩამოვიდა, რადგან ვერაფრით მოისვენა... ორ საათში ჩემოდნები ჩააწყო და დამიბარა - არ ვიცი როდის დავბრუნდებიო. დამწუხრებული ჩანდა... რატომ ანერვიულებთ?!

- ოჰ... - აღმოხდა კიმს - არ ვიცი... - ზღურბლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო - არ ვიცი...

- თქვენი წასვლის შემდეგ ერთხელაც არ გაუღიმია... - დანანებით გააქნია თავი - ჯერ კვლავ პატარაა ასეთი სტრესისთვის.

- ჩემი... - ჰორიზონტს გახედა თეჰიონმა - ჩემი პატარაა... ყოველთვის ასე იყო და იქნება კიდევაც.

- მაშინ აქ რატომ ზიხართ?! - უმცროსის მხარზე თითები მზრუნველად დაასვენა - დაიბრუნეთ ის, რაც თქვენია, თორემ უეჭველად სხვა ჩაიგდებს ხელში...

ის ღამე იყო და მას შემდეგ თეჰიონს ძილი არ მიკარებია. ჯინთან ერთად ქექავდა ინტერნეტს, მაგრამ იქ არაფერი ეწერა ლოლაზე... ჭორიკანასაც სთხოვა დახმარება, გავლენიან მეგობრებსაც, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ცხვირწინ ჰქონდა, ვერაფრით ხვდებოდა სად შეიძლებოდა წასულიყო ჭირვეული კავალი...
___________________________________
Morning, sweethearts☕
Your mission: Find and take her back to crybaby TEAhyung!

___________________________________Morning, sweethearts☕Your mission: Find and take her back to crybaby TEAhyung!

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
I WON'T TEXT YOU BACK, TAEHYUNG! (დასრულებული)Where stories live. Discover now