თავი II - ჩურჩული

21 1 2
                                    

- არ ღირს ამისი წაყვანა. მკვდარია.

- რას ბოდავ, სუნთქავს!

- სახლში თავშესაფრის მოწყობას არ ვაპირებ...

- დამეხმარე, წამოვაყენოთ!

- არა!

- დამეხმარე!

- არა!

- არაადამიანი ხარ!

- არც ერთი ადამიანი შეიფარებდა გვამს!

    ხმაურზე დაბინდული გონება თითქოს გამინათდა. აზრზე მაინც ვერ მოვედი, უბრალოდ მესმოდა კამათი. უცებ რაღაც ვიგრძენი... ამ რაღაცამ მარცხენა ლოყიდან დაიწყო და ნელ-ნელა მთელ სხეულში აგიზგიზდა. ნეტავ მახსოვდეს ბოლოს როდის ვიგრძენი მსგავსი სიმხურვალე... ნეტავ...

- სითბო... სითბო?! - უცებ თვალები დავაჭყიტე და ჭირვეულად წამოვჯექი ლოგინიდან - სად ვარ?.. - ყელი იმდენად მტკიოდა, რომ ეს სიტყვები ცხოველურ ხროტინს მიაგავდა. ორივე ხელი სახეზე ავიკარი და უხეშად გადავისვი იქეთ-აქეთ. ჯერ ტუჩზე ვიკბინე, მერე კიდევ სილა გავირტყი, ბოლოს ხელზეც ვიჩქმიტე და ამით დავრწმუნდი - ეს არც სიზმარი იყო და არც საიქიო.

    გარშემო მიმოვიხედე. ოთახში საოცარი სითბო იდგა. დიდი ხნის გამოძიება არ დამჭირდა, მალევე მივაგენი ბუხარს და ეჭვით მივაშტერდი, თითქოს რაღაცის დანახვას ვცდილობდი ცეცხლის აბირბილებულ ალში. საწადელი რომ ვერ ავიხდინე პატარა და საოცრად მყუდრო ოთახის თვალიერება განვაგრძე. ბუხრის წინ ორი ფუმფულა სავარძელი იდგა და მათ შორის ხის მაგიდა მოეთავსებინათ. ლოგინის მოპირდაპირე კუთხეში დიდი, ყავისფერი კარადა იდგა. კედლებზე საოცრად ლამაზი და ამავდროულად დამთრგუნველი შპალერი გაეკრათ - შინდისფერი... საინტერესოა - ჩავილუღლუღე. მოულოდნელად ნაბიჯების ხმა მომესმა. შევკრთი. ვიღაც ამ ოთახისკენ მოემართებოდა. საგულდაგულოდ გავეხვიე საბანში და კარებს მივაშტერდი. კარი გაიღო და ახალგაზრდა გოგონამ ენერგიულად შემოაბიჯა ოთახში. უცებ ლოგინთან მოვიდა, ხელებით მუხლებზე დაეყრდნო. თვალები დავხუჭე, ის კი ისე მომიახლოვდა, რომ მის თითოეულ ამოსუნთქვას ვგრძნობდი. ახლა თვალი რომ გამეხილა, ბუხრის სიმხურვალეზე მეტად სირცხვილი დამწვავდა.

სიკვდილის ოთხი ფერიOnde histórias criam vida. Descubra agora