თავი III - გრდემლი

8 0 0
                                    

    ოთახში სიჩუმე დომინირებდა, ეს კი მხოლოდ მაშინ მომწონს, როცა მარტო ვარ და ახლა მსგავსი სიტუაცია ნამდვილად არ გახლდათ, ამან კი მაიძულა დიალოგი წამომეწყო და ოლღას მეგობრის გაცნობა მეცადა:

- მაპატიეთ, შიმშილმა ეთიკა და მანერები სულ გადამავიწყა. თქვენი სახელი?

- ეკატერინა. შეგიძლიათ კატია დამიძახოთ - მითხრა და საოცრად ცივი მზერა მტყორცნა. ამან ცოტა გული მატკინა, მაგრამ ქალებთან ურთიერთობა კარგად არასდროს გამომდიოდა. მიუხედავად ჩემი მოუსვენრობისა, ამ სიტუაციას კომფორტის ზონიდან გამოვყავდი და განვაგრძე:

- მე კოლი ვარ და შეგიძლიათ კოლი დამიძახოთ! - უკბილოდ ვიხუმრე და გახუნებული ღიმილი დავადე ფონად - დილას ტიროდით, ხომ ვერ მეტყვით რა მოხდა? თუ პირადული არაა, რა თქმა უნდა. ვეცდები დაგეხმაროთ. - ამაზე კვლავ ამრეზით შემომხედა და ძალდატანებით გადმომიყარა სიტყვები:

- შენ როგორ უნდა დამეხმარო, თავადაც დასახმარებელი ხარ. - ამ ცინიკური კომენტარისვის გვერდის ავლა გადავწყვიტე:

- ნუ უგუვებელყოფთ იმ ფაქტს, რომ დახმარება მხოლოდ მატერიალური არაა, ხან ჩვენს სულიერ ნაწილს უფრო სჭირდება თანადგომა ვიდრე ფიზიკურს.

- გეთანხმები, მაგრამ ამ მომენტში შენს სიტყვებს მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვთ ჩემთვის.

- სამწუხაროა, რამდენიმე კითხვის დასმა მინდოდა...

- მაინც და მაინც შესაბამისი პირობები არაა, მაგრამ კარგი, პრობლემა არ მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მეგობარი ბიჭი თქვენზე ისე დარდობს, როგორც თქვენ მასზე? - ეს ძალდზედ ორბუნებოვანი კითხვა გახლდათ. ზოგადად, როცა საქმე სიყვარულს ეხება, მარტივი ცნება არსებობს, რომელიც ერთ-ერთია მრავალთაგან: შეყვარებული ადამიანის სატრფო მისთვის სრულყოფილია, უნაკლო და რომც დაამტკიცოთ მისი უარყოფითობა, ამას ზემოთ ხსენებულ პირს ვერ დააჯერებთ, მითუმეტეს მაშინ, როცა ისინი სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ და ამ განშორების მიზეზი უცნობია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 06, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიკვდილის ოთხი ფერიWhere stories live. Discover now