* * *

15 1 0
                                    

    ბავშვობიდან ვერ ვიტან მამაჩემს. უფრო სწორედ, მთელი არსებით მძულს. მას ჟორჟი ერქვა და ამ სახელის გაგონებისას, თვალები დღემდე აღუწერელი ზიზღით მევსება. ერთხელ შევესწარი, როგორ ეკამათებოდა დედაჩემს და აბორტის გაკეთებას მოითხოვდა მისგან. ამ დროს, მე მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც შევძლებდი პატარა დაიკოს სათუთი სხეულის ხელში დაჭერას, როცა მეღირსებოდა მისი უნაკლო, ბავშვური ღიმილის ხილვა. და ამ კაცს უნდოდა წაერთმია ის... სურდა მანამ ჩაექრო ჩვილი ანგელოზის სინათლე, სანამ ის თავად შეძლებდა დედის თბილი მზერის შეცნობას. სავარძელში მოკუნტული ვიჯექი და ცრემლმორეული ველოდი ჩხუბის დასასრულს. დედა სულ ასეთ დღეში იყო, მაგრამ არასდროს შემცოდებია. სხვა ალბათ იტყოდა სუსტიაო, მაგრამ ის ჩემთვის უძლიერესი ქალი გახლდათ. განა მარტივია, მოითმინო ათასი ტყუილი, შეურაცხყოფა, ძალადობა, უმადურობა... რთულია უყურო, როგორ მოჰყავს შენს ქმარს ყოველ საღამოს ახალ-ახალი კახპა და მეორე დილით ბედნიერი ღიმილით შეეგებო მათ, გააცილო და ერთი კალათა ორცხობილებიც გაატანო. მტკივნეულია გაითავისო, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისაკენ არასოდეს შეიცვლება. დღემდე ვოცნებობ შემეძლოს მოვითმინო ყველაფერი ის, რასაც საწყალი დედაჩემი, ლუსი, ჩემი გულისთვის ითმენდა... იმ საღამოს, მის მიტყუპებულ მუხლებზე მედო თავი, თმაზე მეფერებოდა და კითხვებს მისვამდა. მისი თვალების არასდროს შემშინებია, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი ჩირაღდანივით რომ ანათებდნენ ჩემს სულს და დინჯად იკვლევდნენ მას. დედა ყოველთვის მშვიდად უყურებდა და აფასებდა მოვლენებს. ცრემლი მაშინაც კი არ ჩამოვარდნილა მის ბაგეებზე, როცა გამეტებით მოქნეულმა, რკინის ქამრის შესაკრავმა ლამის ცხვირი გაუტეხა და სამუდამოდ დაასახიჩრა. არც მაშინ, ბუხრის გავარვარებული მუგუზალით რომ დაუდაღა ჟორჟმა ყელი. მისი გრძნობები და ემოციები მხოლოდ მაშინ ჩნდებოდნენ, როდესაც გვერდით დამისვამდა და როგორც მეგობარს, ისე მომიყვებოდა აბსოლუტურად ყველაფერზე. ხან სიცილითაც მეტყოდა ხოლმე, „ამდენი პრობლემის შემხედვარე, ნაადრევად არ დამიბერდეო". დღესაც, აბორტის შესახებ მწვავე დისკუსიის მიუხედავად, ფართე და სათნო ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. დღეს, პირველად შეეწინააღმდეგა ჟორჟს. ბოლოს მკითხა:

სიკვდილის ოთხი ფერიWhere stories live. Discover now