at the party

561 60 67
                                    

Harry's POV

არც კი მახსოვს თუ, როგორ დავბრუნდი სახლში გუშინ, და როგორ მივაღწიე საწოლამდე.

ძილბურანიდან ტელეფონის ხმა მაფხიზლებს. ვცდილობ ძილი შევიბრუნო, მაგრამ გუშინდელი მოგონებები ჩემი გონებისკენ ნელა და მიზანდასახულად მოიწევენ.

საბოლოოდ ვფხიზლდები და დაინტრიგებული დავყურებ ტელეფონს, ინტერესით ვკვდები დილით ჩემს ჰუდში გამოწყობილი კენდალი რას მომწერდა.

და აი მისი მონაწერიც:

კენი: ჰეი მინდოდა მადლობა გადამეხადა შენთვის გუშინდელის გამო, და ასევე შენი ჰუდის დაბრუნება მინდა.

ჰარი: მადლობა არა არის საჭირო, და ჰუდს რაც შეეხება შეგიძლია დაიტოვო, კარადაში საკმაოდ ბევრი ჰუდი შემორჩა ჯერ კიდევ...

კენი: დაბრუნებას ალბათ არც გადავწყვეტდი, რომ არა ჰუდის წარწერა, ეს წარწერა თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებს:)

ჰარი: რას გულისხმობ?

კენი: ,,lol you aren't kendall jenner" :)

ჯანდაბა ეს ჰუდი ჩემმა დამ რუმ მაჩუქა. მას კი რა თქმა უნდა, ყოველთვის მოსწონდა ჩემი უხერხულ სიტუაციაში ჩაყენება სწორედ ამიტომ დაატანა ეს წარწერა მწვანე ჰუდზე.

ეს ყველაფერი კენის მივწერე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ კაფეში ყავა დაგველია და ამ დროს დამიბრუნებდა ჰუდს, რომლის წარწერის გამოც თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი.

განა, რომელი ჭკუათმყოფელი ეცხადება ყოფილ შეყვარებულს ამ უაზრო წარწერიანი ჰუდით?
*****
მომზადება დავიწყე და შევეცადე პაპარაცებისგან ტ
თავის დასაცავად კარგად შევნიღბულიყავი სულაც არ მსურდა ვინმეს კენდალთან ერთად შევემჩნიე, და შემდეგ ჭორები აეგორებინათ.

ოთახიდან გამოვედი და კიბებზე ჩასვლისას ჩემი და შემეფეთა.
მან უკან დაიხია და ამათვალიერა შემდეგ კი ისტერიკული სიცილი აუტყდა.

 Txt messageWhere stories live. Discover now