wood house

383 49 15
                                    

Kendall's POV
Flashback
როგორც კი ჰარისთან მესიჯობა დავასრულე მაშინვე დავურეკე ჯიჯის და თან ვცდილობ, როგორმე თავი მოვთოკო და სიხარულისაგან ხტუნვა არ დავიწყო.

ჯიჯიმ მეორე ზარზევე მიპასუხა.

-კენი?
-ჯი ვერც კი წარმოიდგნე ახლახნას ვინ მომწერა!!!
-ნუ თუ? დამელოდე დავფიქრდე... ჰმმ.. ალბათ შენმა ყოფილმა ჰარიმ არა?

და სარკასტულად იცინის, მის ამყოლ სიცილზე მეღიმება და საუბარს ისევ აღელვებული ტონით განვაგრძობ:

- კი სწორედ მან და სამადლობელ ვახშამზე დამპატიჟა, ნუ მთლად ვახშამი არა უფრო პიკნიკია.. მე კი დავთანხმდი ახლა კი ეჭვებმა შემიპყრო ჯიჯი... არ მინდა ყველაფერი დავაჩქარო მართალია მომწონს ჰარისთან დროის გატარება, მაგრამ მის სიახლოვეს რაღაც ამოუცნობი გრძნობები მეხვევა თავს და მაბნევს... ჯი მითხარი სწორი გადაწყვეტილებაა ჰარისთან ერთად ვახშმობა? ამის შემდეგ ხომ შესაძლოა ჩვენს შორის რაღაც შეიცვალოს და ერთმანეთისათვის ყოფილებზე მეტი გავხდეთ? და თუ ასე მოხდება არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ჯი... არმინდა რამე გავაფუჭო...

აღელვებული ხმით მივაყარე ჯიჯის ეს ყველაფერი. იგი, რამდენიმე წუთი დადუმდა შემდეგ კი საუბარი დაიწყო:

- კენ შენ ეხლა რჩევას იმ ადამიანს ეკითხები, რომელიც არა ერთხელ დაშორდა შეყვარებულს...  დაშორების შემდეგ კი ყოველთვის ურიგდებოდა, მესმის შენი, გეშინია, რომ იგივე არ განმეორდეს და ისევ არ დაშორდეთ, მაგრამ თუ ამ შიშებს აყვები ვერასდროს ვერ გაიგებ თუ რა მოხდებოდა, რომ სხვა გვარად მოქცეულიყავი.
დამიჯერე უბრალოდ დატკბი იმ დროით რასაც მასთან ატარებ და დამიჯერე, რომ არ ინანებ... და კიდევ  ყველაფერი კარგად იქნება... და თუ ჰარის მოსწონხარ ან შენ მოგწონს საშუალება მიეცი გრძნობებმა თავად იპოვოს გამოხატვის საშუალება...

ჯიჯისთან საუბარი დამეხმარა, მას მადლობა გადავუხადე და გავუთიშე. შემდეგ კი დითხანს ვფიქრობდი ჩემი და ჰარის უცნაურ ურთიერთობაზე.

 Txt messageWhere stories live. Discover now