The Queen is my boyfriend's fan

220 35 39
                                    

Avtor's POV

ოთახში მყოფები შეჰყურებენ დიდი ბრიტანეთის, დედოფალ ელიზაბეტ ll-ს.
თითოეული მათგანი მისი აქ გამოჩენით დაბნეულები და აღფრთოვანებულები არიან.

ჰარი და კენდალი ფეხზე დგანან და გაოცებულები აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

რა თქმა უნდა, გამომძიებელი ემილია კლარკი ეგება პირველი გონს და კითხვის ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს.

-თქვენო უდიდესულობავ აქ.. აქ რას აკეთებთ?

დედოფალი მას ცივ მზერას სტყორცნის. დაკითხვის ოთახში შემოდის, მას კი უკან ორი შავ სმოკინგებში გამოწყობილი ახმახი მოჰყვება.

დედოფალი ემილიას უახლოვდება და სულ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ჩერდება.

შემდეგ კი მონარქისათვის დამახასიათებელი ცივი თავაზიანობით შენიღბული ტონით იწყებს საუბარს:

-მის კლარკ ვაფასებ თქვენს შრომას და იმას რასაც საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობისათვის აკეთენთ, მაგრამ თქვენ არანაირი უფლება გქონდათ ჩემი სტუმრების დაპატიმრების ისე თითქოს ცივ სისხლიანი მკვლელები ყოფილიყვენ!!! მართალია ისინი ,,ლონდონის თვალზე" გაჭედილები აღმოაჩინეთ, მაგრამ მათ არც ამ შემთხვევაში დაურღვევიათ რაიმე კანონი, რადგან იქ ისინი ჩვეულებრივი კლიენტები იყვნენ, რომლებიც ენერგიის ხარვეზის გამო გაიჭედნენ ეშმაკის ბორბალზე!!! და ესეც, რომ არა მათ ჩემი კორგი არ გაუტაციათ!!!

დედოფალი საუბარს წყვეტს. ოთახში მყოფები კი ცდილობენ გაოცება გადაფარონ.

ემილია სირცხვილისგან სრულიად აწითლებულია.
მან უკვე აღარ იცის თუ, როგორ მოიქცეს.

-თქვენო უმაღლესობავ ვწუხვარ, რომ თქვენი სტუმრები ასეთ გაურკვევლობაში აღმოჩდნენ, ამიტომ პირადად მე ყველაფერს ვიღონებ, რათა ჟურნალისტებმ და მოსახლეობამაც დაივიწყოს ის არასწორად წაყენებული ბრალდებები, რაც პრესაში გავრცელდა...

 Txt messageWhere stories live. Discover now