babysitter

253 36 28
                                    

Kendall's POV

თავის ტკივილი მაფხიზლებს, საწოლში იმდენად სივიწროვეა გადაბრუნებისას, წონასწორობა დავკარგე და იატაკზე აღმოვჩდი.

ფეხზე გაღიზიანებული წამოვდექი და ლოგინს გადავავლე თვალი:

ჰარის მთლიანად დაეკავებინა ჩემი ადგილი, ბალიში ჩაეხუტებინა და ტკბილად ძინავდა.

თავის ტკივილით და ძირს გადმოვარდნით გაღიზიანებულმა გადავწყვიტე ჰარისთვისაც ჩამეშხამებინა ძილი.

საწოლს შემოვუარე თავისუფალი ბალიში ავიღე და მთელი ძალით ვუთავაზე სახეში.

მან წამში გაახილა თვალები და დაიღრიალა:

-ჯანდაბა!!! ეს რისთვის?
-სამაგიეროა იმისათვის, რომ იატაკს გამაკარი!!!!

მას ამაზე ეცინება წელზე ხელებს მხვევს და საწოლში მითრევს.

მისკენ ვიხრები ნაზად ვკოცნი და მის ტატუებიან სხეულს ვეკვრი.

-ჯანდაბა თავი საშინლად მტკივა.. ოჰ... ბოდიში პატარავ სასწრაფოდ საპირფარეშოში უნდა შევიდე!!!

ამას ვამბობ და ფეხზე ვხტები.
საპირფარეშოს კარს ვაღებ და ნანახისგან გამოწვეულ კივილს ვერ ვიკავებ და თან ვცდილობ სხეული ჰარის გრძელი მაისურით დავიფარო:

-ჰარიი!!! საპირფარეშოს უნუტაზს ლუია ჩახუტებული!!!!

ჰარი წამში ჩემს გვერდით ჩდება და ლუის ასეთ მდგომარეობაში დანახვით გულიანად იცინის:

-კენი ხომ გითხარი ლუის არ მისცე უფლება, რომ კიდევ ერთი ჭიქა დალიოს თქო!!!
-მე ხომ არ ვიცოდი, რომ დილით უნიტაზთან ჩახუტებულს ვიპოვიდი!!! ჯანდაბა მგონი ნაილი და ლიამიც მის დღეში არიან ...

ამაზე ორივეს გვეცინება:

-მე გაგაფრთხილე, რომ არ ღირდა მათთან ერთად დალევა ისინი საკმაოდ მალე თვრებიან ახლა კი სამივე ჩვენი მისახედია... აჯობებს დაბლა ჩახვიდე და გადაამოწმო დანარჩენები ისევ სუნთქავენ თუ არა მე კი ლუსი მივხედავ...
-იმედი მაქვს სუნთქვანე!!! ნამდვილად არ მინდა ორმაგი მკვლელობისათვის ციხეში მიკრან თავი!!!

 Txt messageWhere stories live. Discover now