💀9💀

1K 105 6
                                    

თეჰიონი დაბნეული, გაბრაზებული და ასევე დარცხვენილი მიუძღვის ჰოსოკს წინ, რომელიც საერთოდ არ აპირებს ფერომენების შეკავებას. რათქმა უნდა მან იცის, რომ ეს ომეგაზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ მაინც არ აჩერებს მას. მან უნდა დაამტკიცოს, რომ თეჰიონი მისია და ამაში თვითონ 100% არის დარწმუნებული. ეს ქარიზმატული და ამვდროულად მიუწვდომელი ომეგა მოულოდნელად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და არია ჰოსოკის ცხოვრება. ოთახში შესვლისთანავე ომეგამ რაღაცეების მოძებნა დაიწყო, რამდენჯერმე ჰოსოკსაც ჩაუარა გვერდით. ალფას მობეზრდა მისი სირბილი ამიტომაც ხელი ძლიერად ჩასჭიდა და კედელზე ააკრო საწყალი ომეგა.
-დავიღალე.....- წაიჩურჩულა ჰოსოკმა თეჰიონის ყურთან. -რატომ დარბიხარ აქეთ-იქით, ეს მომაბეზრებელია.-ჰოსოკი ომეგას მთელი სხეულით ეკვრის. თეჰიონს ასეთი სიახლოვისგან გონება ებინდება, ვერაფერს ვერ ხედავს და საბოლოოდ ეთიშება ამ სამყაროს.

ჰოსოკი შეშინებული უყურებს ომეგას მის მკლავებში. რათქმა უნდა მას უნდოდა თეჰიონი მის მკლავებში მოექცია, მაგრამ არა ამ ვითარებაში. ალფა სრულ გაურკვევლობაშია. რა გააკეთოს ახლა? სახლში წაიყვანოს? ჯონგუკს დაუძახოს? იქნებ სასწრაფოში დაერეკა? მაგრამ მათ რას ეტყვის რატომ წაუვიდა გული? " ამ იცით მე მისი ალფა ვარ და ამის დასამტკიცებლად მე ის კედელთან მივიმწყვდიე და მთელი დღეა ფერომენებს გამოვყოფ" არა ასე ვერ ეტყვის. ჯობია სახლში წაიყვანოს, მაგრამ გარეთ როგორ გაიყვანოს. ააჰჰ.... ჯანდაბა მაგარ შარშია.
ჰოსოკს ომეგა ხელში აჰყავს და ოთახიდან გადის, გაუმართლა გარეთ არავინ არაა. სწრაფად მიდის მანქანასთან ომეგას უკანა სავარძელზე სვამს და თვითონაც ჯდება საჭესთან. მანქანას სწრაფად ატარებს, სახლშიც მალე მიდის რეკავს ექიმთან და უხსნის სიტუაციას. ექიმი ეუბნება, რომ ცოტა დრო სჭირდება და ომეგა თავისით გაიღვიძებს უბრალოდ მან უნდა შეწყვიტოს ფერომენების გამოყოფა.
დაახლოებით 30 წუთში თეჰიონი იღვიძებს. გარემოს თვალს ავლებს და როდესაც სავარძელში მჯდარ ჰოსოკს ხედავს ბრაზი ერთიანად აწვება და წივილს და ნივთების სროლას იწყებს. რამდენიმე ბალიში ჰოსოკს ხვდება და ახლა ცდილობს ომეგასთან ახლოს მივიდეს.
-პატარავ, დამშვიდდი და ყველაფერს აგიხსნი.
-რას ამიხსნი? იმას, რომ რაღაც გამიკეთე, დამაძინე, შენს სახლში მომიყვანე და გამაუპატიურე მაშინ როდესაც უგონო მდგომარეობაში ვიყავი-ბოლო ხმაზე ყვირის თეჰიონი და ვერ ხვდება თუ რას ამბობს. ბოლო სიტყვები ჰოსოკს ყველაზე მეტად აღიზიანებს, რის გამოც საკუთარ მოქმედებას ვერ აკონტროლებს და ომეგას ზევიდან ექცევა. თეჰიონს ამ ქმედებაზე თვალები უფართოვდება და ცდილობს ჰოსოკი მოიშოროს, მაგრამ ალფა მთელი სხეულით აწვება და ომეგას მოძრაობის საშვალებას არ აძლევს. საბოლოოდ თეჰიონი ნებდება და ჰოსოკის ქვეშ წყნარად წევს. ალფა ვეღარ ითმენს და თეჰიონის ტუჩებს ეწაფება. კოცნა ღრმავდება და როდესაც თეჰიონი ჰოსოკის ხელებს სხეულზე გრძნობს  ჰოსოკს გაჩერებას სთხოვს.
-გაჩერდი... გთხოვ...
-შენ მე მეკუთვნი!-მკაცრად წარმოსთქვა ჰოსოკმა და სანამ გავიდოდა ოთახიდან, აწითლებულ თეჰიონს თვალი შეავლო და ოთახი დატოვა.

ჯიმინთან და ჯონქუქთან

ოთახში შესვლის თანავე ორივე ერთ ადგილას გაჩერდა და ერთმანეთის თვალებში დაიწყეს ყურება.
-მინი...მე...-ჯონგუკი ძალიან ნერვიულობდა, ამ დროს კი დაიწყო ფერომენების გამოყოფა.
-ჯონგუკ... ეს სუნი შენც იგრძენი? -იკითხა ჯიმინმა. ჯონგუკმაც შეისუნთქა ჰაერი და მისი ფერომენები იგრძნო. როდის დაიწყო სუნის გამოყოფა? რატომ არის ის ასეთი მძაფრი? რატომ იგრძნო ჯიმინმა? ნუთუ ჰოსოკის სიტყვები მართალია და ის მისი ომეგაა? მხოლოდ მისი.
ჯონგუკის თავში მრავალჯერ მეორდება სიტყვა "მისი, მისი, მისი"
-ჯიმინ, შენ მართლა გრძნობ ამ სუნს?-იკითხა ალფამ იმედიანად
-ხო ჯონგუკ ხო, ჩემი ალფა აქვეა, მაგრამ რატომ გამოყოფს ფერომენებს?
-მინი აქ ჩემს გარდა სხვა ალფას ხედავ?- იკითხა ჯონგუკმა და თან ჩაიცინა
-ა..არა?- ჯიმინის პასუხმა კითხვასავით გაიჟღერა რამაც ჯონგუკის სიცილი გამოიწვია.
-როდესახ აქ შემოვედით გუშინდელი საღამოს გამო ნერვიულობა დავიწყე და ფერომენები ისე გამოვყავი მეც ვერ მივხვდი, მაგრამ ეს ერთი მხრივ კარგია რადგან შენ ისინი იგრძენი და დამტკიცდა, რომ შე......-ჯონგუკს სიტყვა უწყდება როდესაც ჯიმინი მის ბაგეებს ეწაფება და საუბრის გაგრძელებას არ აცდის. კოცნა ვნებიანია და ღრმაა . ერთმანეთს შორდებიან, როდესაც ფილტვებს ჰაერი აღარ მიეწოდება. ერთმანეთს შუბლები მიადეს და ჯიმინი ჯონგუკის ტუჩებთან ჩურჩულებს:
-ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენ გეკუთვნი
-ხო, მხოლოდ მე..-შემდეგ იცინიან და ისევ ერთმანეთის ტუჩებს ეტაკებიან და საერთოდ არ ადარდებთ ის, რომ შეიძლება ვინმე შემოვიდეს.
------------------------------------------------------------

პირველ რიგში დიდი ბოდიში პატარა თავისთვის, სოფელში ვარ და ვერ ვიცლი, რომ უფრო დიდი თავი დავწერო..

მადლობა ყველას ვინც კითხულობთ💓💓💓💕

გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ ღირს თუ არა გაგრძელება🥺😃💜💜
  
VOTE AND COM

 ომეგა ნაზი ხელებით(დასრულებული)Where stories live. Discover now