🤭10🤭

1K 100 21
                                    

ჯიმინი და ჯონგუკი ძალიან ბედნიერები არიან, მათ ერთმანეთი იპოვეს.  ორივეს უხარია ერთმანეთის მეწყვილეები, რომ აღმოჩნდნენ. მათ ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ჰოსოკზე და თეჰიონზე.

მას შემდეგ რაც ჰოსოკმა ოთახი დატოვა, თეჰიონი დაბნეული იყურებოდა. ჰოსოკის ბოლო სიტყვებმა " შენ მე მეკუთვი" თეჰიონის უსაზღვრო გაღიზიანება გამოიწვია. რას ნიშნავს მე მას ვეკუთვნი? სათამაშო ვარ? ნივთს ვგავარ რომელიც იყიდა? ეს კითხვები არ ასვენებდა ომეგას. რადგან ჰოსოკი მისი ალფა აღმოჩნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ახლა ალფაზე იქნება დამოკიდებული და თითოეული დეტალის ჩაბარება მოუწევს, თუ რას აკეთებს მთელი დღის განმავლობაში. არ მოუწევს ხო? არა, არ მოუწევს ის არ არის სათამაშო, მას აქვს პირადი ცხოვრება და არ აპირების ამის გაზიარებას, ვიღაც მდიდარი ალფასთვის.

თეჰიონი ბავშვობიდან ოცნებობდა ალფის პოვნაზე, მაგრამ ახლა მან ის იპოვა და საერთოდ არაა ბედნიერი.

მოულოდნელად ახსენდება, რომ ჯიმინი ჰოსოკის მეგობართან ერთად დატოვა და დენდარტყმულივით ვარდება საწოლიდან. სწრაფად ჩადის ქვემოთ და ჰოსოკის გაფართოებულ თვალებს ყურადღებას არ აქცევს.
-სად არის ჯიმინი, ნაგავო! შენმა მეგობარმა მას რომ რამე დაუშაოს, ორივეს ჩემი ხელით მოგკლავთ. მითხარი სად არის ჯიმინი. -თეჰიონი
ზიზღით უყურებს ალფას. ის თავს არასდროს აპატიებს ჯიმინს, რომ რამე დაემართოს.

ომეგას გაუაზრებლად ცრემლები მოსდის, რაც ჰოსოკის დაპანიკებას იწვევს. ის იმუხლება ომეგასთან და  დამამშვიდებლად უსვამს თავზე ხელს და ფერომენების გამოყოფას იწყებს. ომეგა მალე მშვიდდება და ჰოსოკიც საუბარს იწყებს.
-დამშვიდდი ახლავე დავრეკავ ჯონგუკთან და გავიგებ ყველაფერს.-თეჰიონისგან მხოლოდ თავის დაქნევას იღებს პასუხად.

ჰოსოკი რეკავს ჯონგუკთან და ტელეფონს ომეგას აწვდის, რომელიც მაშინვე ართმევს მობილურს და როდესაც იქიდან ჯონის ხმა ესმის სიტყვებს სწრაფად აყრის ერთმანეთს.
-ჯონგუკ, ჯიმინი შენთანაა? კარგადაა? ყველაფერი რიგზეა? მას რამე დაუშავე?
-ჰიონ, ის კარგადაა ახლა გასულია, რადგან რაღაცეები მოიტანოს, შემდეგ სახლში მოვალთ და სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ-ბოლო სიტყვები ალფამ ბედნიერი ხმით წარმოსთქვა, რამაც თეჰიონის დაეჭვება გამოიწვია-კარგი ჰიონ, ახლა უნდა წავიდე- სანამ ჯონი გათიშავდა მან კარგად გაიგონა ჯონის სიტყვები "მოდი პატარავ"
და სატელეფონო საუბარი აქ მთავრდება.

 ომეგა ნაზი ხელებით(დასრულებული)Where stories live. Discover now