🌟8🌟

1K 106 15
                                    

შენობასთან მისვლისთანავე ჰოსოკიც და ჯონგუკიც მანქანიდან გადმოვიდნენ და შენობისკენ დაიძრნენ. ჯონგუკის გული უცნაურად ძგერდა, თითქოს მოახლოებულ საშიშროებას ამცნობდა.
-შენ შედი და მეც მალე მოვალ, მობილური მანქანაში დამრჩა ავიღებ-თქვა ჰოსოკმა და ჯონის პასუხს არ დალოდებია ისე დაიძრა მანქანისკენ. ჯონგუკიც არ დალოდებია მას, სიმართლე რომ ვთქვათ არც აპირებდა, რადგან მას ახლა ყველაზე მეტად ჯიმინის ნახვა უნდოდა.

შესვლისთანავე თეჰიონი შეეგება მას, მაგრამ ამჯერად მას არანაირი ფორმალობა არ გამოუყენებია, რამაც ჯონგუკი ნასიამოვნები დატოვა. ის არაკომფორტულად იყო, მაშინ როდესაც თეჰიონი ბატონს ეძახდა. შეიძლება ის ომეგაა, მაგრამ ჯონზე რამდენიმე წლით უფროსია და ეს ჯონგუკს თავიდანვე არ მოსწონდა.
-როგორ ხარ ჯონგუკ?-იკითხა თეჰიონმა.
-კარგად თეჰიონ შენ?
-ნუ რავიცი ჯიმინის ხელში როგორ ვიქნები. ახლა რაღაცას გეტყვი და არავის არ უთხრა კარგი?-ჯონმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, შემდეგ თეჰიონმა განაგრძო-ვშიშობ ჯიმინმა ალფა იპოვა-ეს იყო სიტყვები, რამაც ჯონის აფორიაქება გამოიწვია.
-საიდან მოიტანე-ყველანაირად ეცადა სიტყვებში ბრაზი არ ჩაექსოვა, მაგრამ ასე არ გამოვიდა.
-დამაცადე დამთავრება-ბუზღუნით თქვა ომეგამ და გააგრძელა-მე მასთან დაახლოებით 11საათისვის მივედი, ის გაწითლებული და ოდნავ შესიებული ტუჩებით დამხვდა,ვეცადე არაფერი შემემჩნია მასთან და ეს გამომივიდა კიდეც, მაგრამ მინდა გავიგო ვინაა ის უბედური ვინც ჯიმინის ჭეშმარიტი აღმოჩნდება-ჯონგუკს ყურში განსაკუთრებულად მოხვდა "უბედური" მაგრამ როდესაც ამის კითხვა დააპირა დაინახა ჯიმინი, რომელიც თმების სწორებით გამოვიდა ოთახიდან. ჯიმინმაც დაინახა ჯონგუკი და დარცხვენილი ღიმილით მიუახლოვდა მას.
-გამარჯობა-ღიმილით მიესალმა ჯონგუკი, როდესაც ჯიმინიც იგივეს აპირებდა გაისმა ჰოსოკის ხმა.
-ჯონქუქ მგონი დროა ეგ შენი ჯიმინიიიიიიი-ბოლო სიტყვა გაწელვით თქვა როდესაც დაინახა თეჰიონი, რომელიც გაოცებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა ამ თავხედ ალფას რა ესაქმებოდა აქ.
-შენ.... შეენ....-თეჰიონი სათქმელს თავს ვერ აბამდა.
-ოჰოო... ისე მოგენატრე, რომ ჩემი დანახვით ასეთი შოკი მიიღე?-დამცინავად იკითხა ჰოსოკმა, რითაც ომეგის უარესად გაღიზიანება გამოიწვია და თეჰიონისგან ჟურნალი მოხვდა თავში.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-გაღიზიანებულმა წარმოსთქვა სიტყვები თეჰიონმა.
-როგორც მიხვდი მე და ჯონგუკი ერთმანეთს ვიცნობთ, ის არ წყვეტდა საუბარს " ანგელოზ ჯიმინზე" ხოდა გადავწყვიტე მოვსულიყავი და ის მენახა. -დაამთავრა საუბარი ჰოსოკმა და ახლა ყველას მზერა ჯონგუკზე იყო მიმართული, რომელიც დარცხვენილი და  თავჩახრილი იდგა. ჯონგუკმა ჰოსოკს გამანადგურებელი მზერა ესროლა.
ჯონგუკმა ახლა ჯიმინს შეხედა, რომელიც კითხვისნიშნით უყურებდა.
ჯონმა საბოლოოდ გადაწყვიტა ჯიმინი და ჰოსოკი გაეცნო ერთმანეთისთვის.
-ჰოსოკ, გაიცანი ეს ჯიმინია. ჯიმინ ეს ჰოსოკია.-ჯონგუკმა მეტი ვერაფერი თქვა. ის ძალიან დაძაბული იყო, ჰოსოკმა ჯიმინთან შეარცხვინა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ჯიმინ, იმაზე ლამაზი ყოფილხარ ვიდრე ჯონგუკი აგღწერდა.-ჰოსოკის სიტყვებმა ჯიმინის დამორცხვება გამოიწვია, როდესაც ეს ჯონგუკმა შეამჩნია ეჭვიანობით აივსო. იმედია ეჩვენება და ჰოსოკი ჯიმინთან არ ფლირტაობს, თორემ სახლში რომ მივლენ ცოცხალს არ დატოვებს, ჰყავს მას თეჰიონი რა საჭიროა ჯიმინისთვის ასეთი კომპლიმენტების თქმა. რათქმა უნდა მან ისედაც იცის, რომ ძალინ ლამაზია და ჰოსოკის თქმა საჭირო არაა.

 ომეგა ნაზი ხელებით(დასრულებული)Where stories live. Discover now