⚡5⚡

1.2K 129 18
                                    

ჯონგუკი იმ აზრითაა შეპყრობილი, რომ ჯიმინთან ვიღაც უცხო ალფა იმყოფება და ომეგა მისი ნაზი ხელებით ეხება უცხო მამაკაცის სხეულს. თავითონ ჯონმაც არ იცის ასე რატომ ღიზიანდება ამ ფაქტზე, მაგრამ იქამდე ვერ მოისვენებს სანამ არ დარწმუნდება, რომ ჯიმინი კარგადაა.

ჯონი კარს წიხლს არტყამს და ისე შედის ოთახში. ჯიმინმა მოულოდნელობისგან პატარაზე წამოიყვირა და ადგილზევე შეხტა.
როდესაც დაინახა თუ ვინ შემოვარდა ოთახში ასე მხეცივით თვალები გაუფართოვდა და გაოცებისგან პირი დააღო.

ჯონგუკი ადგილზევე იყინება, როდესაც ამდენ გაოცებულ სახეს ხედავს რომლებიც მას აკვირდებიან.
-მე..მე...-ის სიტყვებს ეძებს, რომ თავი გაიმართლოს, მაგრამ ვერაფერს ვერ იგონებს ამიტომაც ჯიმინის წინ თავდახრილი, დასჯილი ბავშვივით დგას.
ჯიმინი ალფისკენ ტრიალდება და მორიდებით ეუბნება:
-შეგიძლიათ წაბრძანდეთ, თავისუფალი ხართ-ალფაც სიტყვის უთქმელად მიდის, მაგრამ ჯონს მწველ მზერას არ აცილებს. როდესაც ალფა ოთახს ტოვებს ჯიმინი ჯონგუკისკენ ტრიალდება და მკაცრად ამბობს-მგონი სალაპარაკო გვაქ ჯონგუკ!.-ჯიმინი თეჰიონს მზერით ეუბნება, რომ ორივე ომეგამ ახლავე უნდა დატოვოს ოთახი და ისინი ასეც იქცევიან.
-აბა, გისმენ რას დავაბრალოთ შენი ეს საქციელი ჯონგუკ?-კითხულობს ჯიმინი მკაცრად
-მე....მაპატიე, უბრალოდ...უბრალოდ არც მე ვიცი რა დამემართა. გპირდები კარებს შევაკეთებ უბრალოდ არ გამიბრაზდე რა-უცოდველი სახით სთხოვს ჯონგუკი ჯიმინს. ჯიმინი ცდილობს ჯონის სახეს არ შეხედოს და მკაცრი იერი არ მოიშორს,მაგრამ ამას ვერ ახერხებს და ალფას ყველაფერს პატიობს.
-ჰიონ დღევანდელ შეხვადრაზე ისევ თანახმა ხარ ხო?-კითხულობს ჯონი და ჯიმინის პასუხს ელოდება
-გუკი იქნებ გადავდოთ?-ამბობს ჯიმინი და ჯონს უყურებს რომელიც ჩუმადაა და ელოდება როდის გააგრძელებს ომეგა საუბარს-დღეს მშობლები უნდა ვნახო და ვერ ვახერხებ შენთან წამოსვლას, მაპატიე გთხოვ-ამბობს ჯიმინი მოწყენილი. სინამდვილეში ჯიმინს არ ჰყავს მშობლები ისინი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა ავარიის დროს მხოლოდ ის გადარჩა. ახლა ის ბიძამისთან ცხოვრობს, რომელიც ძალიან ცუდად ექცევა
აიძულებს მუშაობას, მაშინ როდესაც ჯიმინის ასაკის ომეგები კლუბებში გასართობად დადიან, ჯიმინი სახლს ალაგებს ან ბიძამისის უაზრო კაპრიზებს ასრულებს.
-კარგი, არაუშავს შენი მშობლები უფრო მნიშვნელოვნები არიან-თქვა ჯონგუკმა გულწრფელი ღიმილით. ჯიმინს მისი ღიმილის დანახვისას გული აუჩქარდა და გულში სითბო ჩაეღვარა. რატომ გრძნობდა ალფის გვერდით თავს ასე მშვიდად, დაცულად და თავისუფლად. ისინი სულ რაღაც ორი დღეა რაც ერთმანეთს იცნობენ და ჯიმინს ერთი წუთით არ შეუძლია მისი ფიქრებიდან და გონებიდან ალფის გაგდება.

 ომეგა ნაზი ხელებით(დასრულებული)Where stories live. Discover now