Mr. Grey

330 26 41
                                    

კრისტოფერის თვალთახედვით:

სახლიდან გამოვედი თუ არა მანქანაში მოვთავსდი და მოხუცის სახლისკენ გავემართე. მთელი გზა იმააზე ფიქრში დავლიე თუ რა უნდოდა მას ჩემგან. ნეტა ახლა რაღა მოიფიქრა?! 

ნახევარ საათში ორსართულიანი შენობაც გამოჩნდა. მანქანა ეზოში შევიყვანე და სახლის მთავარ შესასვლელთან დავაყენე. კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გამიღებდნენ მას. დიდი ხანი ლოდინი არ დამჭირვებია. კარები მოახლემ გამიღო და მომახსენა, რომ მოხუცი თავის ოთახში მიცდიდა.

მე მალე ავირბინე კიბეები და მას შემდეგ რაც ნებართვა ავიღე შიგნით შევედი. მოსუხი საწოლში იწვა, რომლის კიდეზე მისი ქალიშვილი იჯდა. მამამისის ხელი ეჭირა და ნაზად ეფერებოდა. 

ჩემს დანახვაზე მოხუცს სახე გაუნათდა. ცოტა წამოიწია და თავითან მიმიხმო. მის საწოლს მივუახლოვდი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. 

-მადლობა ღმერთს მოხვედი

არაფერი მიპასუხია, მოლოდ გავუღიმე, მანაც საუბარი განაგრძო.

-კრისტოფერ! ჩემი დრო მოვიდა, მალე ამქვეყნიურ ცხოვრებას გამოვემშვიდობები, ცხოვრებას ისე დავლევ, რომ ერთი სადარდებელი დამრჩება

სიტყვა გაწყვიტა, ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი თავის შვილს. მე სათქმელს მაშინვემივუხვდი და მწუხვარ რომ უარი უნდა განვაცხადო მის თხოვნაზე. 

-აქაურობა ისე უნდა დავტოვო ჩემი ქალიშვილი გაუთხოვარი დამრჩეს! მე შენზე უკეთესი კაცი არ მეგულება, ამიტომ გთხოვ...

-თქვენი დიდი პატივისცემა გამაჩნია, მაგრამ შემოთავაზებაზე ვერ დაგთანხმდებით 

გავაწყვეტინე სიტყვა, რადგან სასტიკად არ მსურს იმის გაფიქრებაც, რომ მე და ელისი წყვილი ვიქნებით. ჩემი სიტყვების გაგონებაზე თეოდორს სახე ეცვალა. 

-როტომ?!

-ბოდიშით მაგრამ მე ცოლი უკვე მყავს, რომელიც ახლა სახლში მელოდება 

BrOthErsWhere stories live. Discover now