Are You Drunk?!

197 16 59
                                    

მესამე პირი:

ოთახში შესული პატარა სხეული კარებს კეტავს და იქვე იკეცება. მისი ტვინი ცოტახნის წინ მომხდარის გააზრებას ცდილობს, თუმცა როგორც ეტყობა ჯერ შოკიდანაც კი არ არის გამოსული. დასიებულ ტუჩებს თითების რბილი ბალიშებით ეხება, რაც მას ცოტა ხნის წინ მომხდარს ახსენებს და ისეთ შეგრძნებას უჩენს თითქოს მისი თითები ბანგ ჩანის რბილი ტუჩებია.

"და მართლაც რა ჯანდაბა იყო ახლა ეს?! რატომ მაკოცა?"

"როგორ შეიძლება ძმას კოცნიდე?! რა სჭირს ან თავად რა მჭირს?!"

 "ცოტაც და ამიდგებოდა! აიენ რაზე ფიქრობ ვერ ხარ?! ის ხომ შენი ძმაა!!!"

"აჰა, ძმა რომელთანაც არაფერი საერთო არ გაქვს!"

იცის რომ ფიქრებიდან თავის დაღწევაში მხოლოდ ცივი წყალი დაეხმარება, ამიტომ ფეხზე დგება და აბაზანაში გადის. ონკანს უშვებს და სახეს ისველებს. გახურებულ კანზე მოხვედრილი ცივი წყალი სილის გაწნის ტოლფასია  ეს კი მარტივი, თუმცა ცოტა მტკივნეული გონზე მოსასვლელი საშუალებაა.

ცოტათი დაწყნარების შემდეგ უკან ბრუნდება და საბანში იმალება. თავის გრძნობებთან ჭიდილში გართულს ძილი ერევა და სიზმრების ტკბილ ღრუბლებში იკარგება.

უფროსი ძმის სახის დანახვა მის ლამაზ ღიმილს ნელ-ნელა აქრობს, ხოლო მისი შემდგომი ქმედება, რომელშიც მომთხოვნი კოცნა იგულისხმება, თვალების გახელას აიძულებს.

შუბლზე ჩამომავალი ცივი ოფლი სისხლს უყინავს, შეშინებული თვალის ქუთუთოებს შორის არსებულ მანძილს წარმოუდგენლად ზრდის და ოთახის ბნელ კუთხეებში იწყებს მათ ტარებას. მარტო ყოფნაში დარწმუნებული თავს იმშვიდებს და კვლავ ძილს უბრუნდება. 

მომდევნო დღეების განმავლობაში დღის უმეტეს ნაწილს ოთახში ატარებს, რომელსაც მხოლოდ მაშინ ტოვებს როცა რწმუნდება მისი ძმის სახლში არყოფნაში. სახლში ფეხაკრეფით დადის, ყოველ წუთას საათს ამოწმებს, ყოველ ხმაურზე მკაფიოდ რეაგირებს და მზადყოფნაში იმყოფება. მისი ვინაობა რომ არ იცოდე ქურდი გეგონებოდა. 

BrOthErsWhere stories live. Discover now