Rules!

394 29 37
                                    

ღამის სამი საათია. სავსე მთავარის შუქი არემარეს მოსდებია და მის ყველა კუთხე-კუნჭულს ანათებს. არსებულ სიჩუმეს მანქანის ხმა არღვევს, რომელიც სახლის წინ ჩერდება.

მანქანიდან მაღალი მამაკაცი გადმოდის,კარებს კეტავს და სახლის მიმართულებით გადაადგილდება. ის საშინლად დაიღალა და დასვენება სურს. სახლში შესული პირდაპირ თავისი ოთახისკენ მიემართება.

კიბეებზე ადის და მეორე სართულის კორიდორს მიუყვება. სრულიად მოულოდნელად მას პატარა სხეული ასკდება და ძირს ეცემა.

მაღალი ძირს მგორავს ამზერით შეჰყურებს და მის ქცევებზე იღიმის. პატარა სხეული ძლივს სწორდება.ხელებს საჯდომზე იკიდებს და მათ ზელვას იწყებს.როგორც ჩანს მწარედ დაეცა.

ფანჯრებიდან შემოღწეული მთვარის შუქი მაღალის სახეს ანათებს. უმცროსი მისი დანახვისას კრთება და შეშინებული უკან იხევს. მალევე 90 გარადუსით იხრება და ბოდიშს იხდის.

მაღალი დაღლილია ამიტომ მას ყურადღებას არ აქცევს და თავის ოთახში იკარგერბა.

მისი ქცევებით უკმაყოფილო უმცროსი გზას აგრძელებს. სამზარეულოში შედის,წყალს სვამს და უკან ბრუნდება.

''ეს არის ჩემი ძმა?! როგორი უკარებაა და თანაც საშიში გამოხედვა აქვს"

ფიქრებში გართული ოთახში ბრუნდება და თბილ საწოლსში წვება.თვალებს ხუჭავს და იმედოვნებს რომ ხვალინდელი დღე კარგად ჩაივლის.

ნათელი დილა გათენდა. მზის სხივები ნაზად დასთამაშებდნენ აიენს სახეზე. პატარა სხეული ნელა ახელს თვალებს,იზმორება და აუჩქარებლად დგება.სააბაზანოში შედის თავს იწესრიგებს და გარდერობის პირდაპირ ესვეტება. თვალს ავლებს და არჩევანს შავ მაღალწელიან ჯინსზზე და თეთრ ტოპზე აჩერებს. ტანისამოსს ირგებს და ოთახს ტოვებს.

კიბეზე სწრაფად ჩარბის და სამზარეულოში შედის. სიმართლე რომ ვთქვათ არ შია,თუმცა დილას ჭამა აუცილებელია და მან ეს კარგად იცის. ფორთოხლის წვენს ისხამს და ხილს იჭრის. იქვე ჯდება და გემრიელად შეექცევა "საუზმეს".

BrOthErsWhere stories live. Discover now