What was that?!

394 28 131
                                    

ბანგ ჩანის თვალთახედვით:

დილას როგორც ყოველთვის ადრე ავდექი, თავი მოვიწესრიგე და ოთახი დავტოვე. აიენის ოთახთან ჩავლისას რაღაცის ძირს დაცემის ხმა შემომესმა. მაშინვე შევაღე კარები და შიგნით შევედი. ჯონინი იქვე საწოლის გვერდძე იჯდა და საჯდომს იზელდა. ამის დანახვაზე გამეღიმა. მასთან მივედი და ხელში ავიყვანე. 

-საით?

თავი დაბლა დახარა და ხელი სააბაზანოსკენ გაიშვირა. მეც უსიტყვოდ შევასრულე მისი მითითება. სანამ ის იქ იმყოფებოდა მისი გარდერობიდან ტანისამოსი გამოვიტანე და დივანზე დავაწყვე. კარების გაღებისთანავე მასთან მივედი და საწოლამდე მისვლაში დავეხმარე. 

-აი აიღე

ტანისამოსი გავუწოდე და ზურგი ვაქციე რათა გამოეცვალა. ერთ ადგილზე დგომა არ მსურდა, ამიტომ ტრილიაჟს მივუახლოვდი, რომელიც თითქმის ცარიელი იყო. მის კუთხეში ჩარჩოში მოთავსებული პატარა სურათი იდო.  

მელიის კოსტუმში გამოწყობილი პატარა ბავშვს ხელები მაღლა აეწია და მშობლების შეშინებას ცდილობდა, მომღიმარი უფროსები კი მას თამაშში აყოლიან და თითქოს შეშინებულები ერთმანეთს ჩახუტებიან. 

ფოტოს მომღიმარი შევყურებდი და თავში წარმოვიდგენდი ამ საყვარლობა სანახაობას, როცა აიენის ხმა გავიგონე. სურათი უკან დავაბრუნე, მოვტრიალდი და უკვე ჩაცმული აიენის თავიდან ფეხებამდე თვალიერება დავიწყე. 

ტოპი და მაღალწელიანი შარვალი მის წვრილ წელს გამოკვეთს და უფრო მადისაღმძვრელს ხდის. ჩემი არჩევანი ყოველთვის საუკეთესოა, თუმცა მასაც კარგი გემოვნება ქონია, რადგან ეს მის გარდერობში ვიპოვე, იქ კი ბევრი ტოპია. 

 

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
BrOthErsWhere stories live. Discover now