Australia

361 30 11
                                    

ჯონინი უკვე თვითმფრინავშია. თვალები დახუჭული აქვს, ყურსასმენები უკეთია და თავის მოტყუებას ცდილობს.ახლა ის სრულიად სხვა სამყაროში იმყოფება, სადაც ათასი კითხვა და წინასწარი ნერვიულობაა. იგი ფიქრებმა გაიტაცა და არც კი იცის როგორ დაიძვრინოს თავი მათგან.

როგორც მშობლებმა უთხრეს აეროპორტში მას ძმა დახვდება და სახლში წაიყვანს.ეს ყოველივე აშინებს რადგან არ იცის რას უნდა მოელოდეს. გონებაში მისი პორტრეტის შექმნას ცდილობს. როგორც მამამისმა დაახასიათა კეთილი,სერიოზული და ნათელი პიროვნება უნდა იყოს.

ფიქრებში ჩაძირული დროის აღქმას კარგავს. გონს ბორტგამცილებლის ხმას გამოყავს რომელიც მგზავრებს აუწყებს ღვედები შეიკრან და დასაფრენად მოემზადონ. ისიც მითითებებს მიჰყვება ღვედს იკრავს და გარეთ იწყებს ყურებას.

თვითმფრინავი მშვიდობიანად ეშვება. მგზავრები ნელ-ნელა მიუყვებიან გზას გასასვლელისკენ. აიენი ელოდება როდის გავა ხალხის ბრბო რათა მშვიდად გავიდეს გარეთ. თავის ბარგს იღებს და ნელა მიუყვება სიდნეის აეროპორტს,თანაც თვალებს აცეცებს რათა მისი ძმა იპოვოს. ეს ცოტა უცნაურიცაა რადგან მან არ იცის თუ როგორ გამოიყურება უფროსი.

მალევე ესმის ვიღაცის ხმა რომელიც მის სახელს იძახის. ხმის პატრონის ძებნას იწყებს და მალევე ამჩნევს მასზე მაღალ სხეულს,რომელიც მისკენ მოემართება.

-გამარჯობა,აიემი ხომ!?

კითხულობს უცნობი

-ამ კი და თქვენ ჩემი ძმა ხართ?!

-არა მე მისი დამხმარე ვარ, ჩემი სახელია Sato Takeru

-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა

-ჩემთვისაც და ხო ბატონმა მოსვლა ვერ მოახერხა ამიტომ მე გამომიშვა

-გასაგებია

აიენი თბილ ღიმილს ჩუქნის მის წინ მდგარს და მას შემდეგ რაც საპასუხო ღიმილს ღებულობს მაღალს უკან მიყვება.

BrOthErsWhere stories live. Discover now