>11<

611 94 54
                                    

ჯონგუკი გვიანობამდე აგვარებდა საქმეებს. ამაღამ თავს საკმაოდ გამოფიტულად გრძნობდა, ამიტომაც გადაწყვიტა დაძინება. უბრალოდ ცხელი შხაპი მიიღო და ლოგინში ჩაწვა. უკვე ძილბურანში იყო, ემზადებოდა ღრმა ძილში გადასასვლელად, თუმცა რაციის წრიპინმა მის დახშულ სმენამდე მაინც მიაღწია. რა თქმა უნდა, მის სახლს დაცვა აკონტროლებს. ჯონგუკს ბევრი მტერი ჰყავს, სრულიად შესაძლებელია რომელიმემ მასთან სტუმროდა და გართობა გადაწყვიტოს, რაც ჯონის გეგმებში საერთოდ არ შედის. ბიჭმა ამოიგმინა, თვალები არც გაუხელია ისე გადასწვდა შავ, ტელეფონის მსგავს მოწყობილობას და ნამძინარევი ხმით უპასუხა დაცვას.

-სერ სტუმარი გყავთ.

-ტრაკში გაუშვი

დაიბზუილა ჯონგუკმა და ბალიშს უფრო მეტად მიეხუტა. რაციამ ისევ დაიწრიპინა შემდეგ კი მოისმა

-პაკ ჯიმინი თქვენს ნახვას ითხოვს და .... მგონია, რომ არც ისე ფხიზელ მდგომარეობაშია.

ჯონგუკმა თვალები იმ წამსვე ფართოდ გაახილა, როდესაც სტუმრის სახელი გაიგო. გიჟივით წამოვარდა და ოთახის კარები გაგლიჯა. შორტისამარა ფეხშიშველი გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ, მაგრამ შუა გზაში მკვეთრად გაშერდა. რა ჯანდაბას აკეთებს? საჭიროა თავის არც ისე დაინტერესებულ პირად მოჩვენება. ის რა აპირებს ჯიმინს გაღიმებული სახით დახვდეს? არავითარ შემთხვევაში! ნამდვილად უნდა აღიაროს, რომ ბიჭის ასეთმა მოულოდნელმა სტუმრობამ ნამდვილად გააკვირვა. ეგონა  მეტი ძალისხმევა დასჭირდებოდა. ნუთუ მართლაც დასთანხმდება პარტნიორობაზე? აბა სხვა რისთვის მოვიდოდა. ნამდვილად თანახმაა. ჯონი ძალიან ბევრს ფიქრობს, უხარია თავისი მონაპოვარი. ბედნიერია იმ აზრით, რომ პაკი საკუთარი ფეხით მოვიდა და შემოთავაზებაზე თანხმობას განაცხადებს. მან რაცია მოიმარჯვა, ჩაახველა და ჩასძახა.

-შემოუშვით, კარებს თავად გავაღებ.

დაცა ჭიშკართან იდგა, შემოსასვლელ კარებს კი ცალკე მცველი ყავდა. ჯონგუკის ბრძანებით ახლა ჯიმინს მთავარ კარებს გაუღებენ. ეზოს გავლით ის სახლში შემოსასვლელ კარებთან მოხვდება, რომელსაც ჯონგუკი გაუღებს. ბიჭი ცქმუტავდა კიდეც. იქნებ ჯობდა ტანზე ჩაეცვა? თუმცა რა საჭიროა. ახლა შუა ღამეა, მისი ჩაცმულობა ლოგიკურია და თან რატომღაც დარწმუნებულია, ჯიმინი გულგრილი არ დარჩება მისი საცვალში დანახვით. კარზე კაკუნი გაისმა,  ეს კაკუნს კიარა, უფრო გავდა ხმას, თითქოს შემოსასვლელს ვინმე მთელი სხეულით შეასკდა, თუმცა ეს ფაქტი ჯონმა დააიგნორა, ღრმად ჩაისუნთქა, მშვიდი, ამაყი სახე მიიღო და კარის სახელურს ჩაეჭიდა. ოთახში შუქი ენთო, თუმცა იქაურობას სრულფასოვნად განათებულს ვერ ვუწოდებდით. კარი გაიღო, ჯონგუკი მის უკან დადგა და დაელოდა სტუმარი როდის გადაწყვეტდა შემოსვლას. იქით მიგებებას ნამდვილად არ აპირებდა. ჯიმინმა ზღურბლს გადმოაბიჯა, მზერა წინ ჰქონდა მიპყრობილი. ჯონგუკი მაშინვე მოინუსხა მისით. თავის თავს ღიად გამოუტყდა, რომ პაკი საოცარია. მისი ქერა თმა, თეთრი, ნაზი კანი, თავდაჯერებული სიარულის მანერა, სიამაყე.... ყველაფერი ხიბლავდა. ჯონმა კარები მიხურა და როგორც იქნა მიიქცია ქერას ყურადღება, რომელიც ღრმად სუნთქავდა. მზერა ჯონს გაუყარა და შავგრემანმა იგრძნო, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჯიმინის თვალები ამბობდნენ რაღაც საშინელს. ის ბრაზისგან იხრჩობოდა. მთელი სხეულით თრთოდა და უეცრად ბევრად საშიში გახდა, ვიდრე რამდენიმე წამის წინ. ჯონგუკი დაიბნა, სწორედ ამოტომაც ვერ შეძლო ძლიერი დარტყმის აცილება. ყბაში ძლიერი ტკივილი იგრძნო, წონასწორობა ვერ შეიკავა და იატაკზე დაეცა. სანამ გონს მოვიდოდა ჯიმინი უკვე მის მუცელზე იჯდა და ხელებს ყელზე უჭერდა. ისე ძლიერად, რომ ჯონგუკსაც კი გაუჭირდა მოგერიება. უეცრად დაბმული აღმოჩნდა, ვერც ხმას იღებდა, ვერც მოძრაობდა, ცხვირს ძლიერი ალკოჰოლის სუნი უწვავდა. უკვე გაიაზრა დაცვის სიტყვები, თუმცა გვიანი იყო. ჯონგუკს ეგონა ესიზმრბოდა. ვერ აღიქვამდა მომხდარს და მაშინ, როცა ბოლო ძალების მოკრებას ცდილობდა ჯიმინმა მოჭერა შეასუსტა. ჯონმაც სწრაფად მოიშორა სხეულიდან, მუხლებზე წამოიწია და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. ახლა მიხვდა, რომ დარტყმამ ტუჩი გაუხეთქა, ნაწიბურიდან წითელი სითხე ჟონავდა. შავგრემანი ცდილობდა ყურადღება არ მოედუნებინა, რათა შემდეგი დარტყმა მოეგერიაებინა, თუმცა შეტევა აღარ ყოფილა. ჯიმინი ზურგზე იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ოდნავ მოძრაობდა. ჯონი მიხვდა, რომ სასმელი მის ორგანიზმს მოძრაობის ნებას აღარ აძლევდა. ბიჭის კუნთები მოადუნა და შეჩერება აიძულა. შავგრემანი მიუახლოვდა ქერას, გაბრაზებულმა გადახედა

Bleeding hearts still pound (jikook)Where stories live. Discover now