>31<

591 76 225
                                    


ორი საათით ადრე

ჯიმინმა საკუთარ კაბინეტში შეაბიჯა და იქ დედამისი დაინახა, სტუმრის სავარძელში.

-რახან ასე დაიჟინე მოვედი.

თქვა პაკმა, ეტყობოდა, რომ ოდნავ გაღიზიანებული იყო, არ უყვარდა, როდესაც ვინმე მისგან რამეს მოითხოვდა. ერნამ მშვენივრად იცოდა შვილის ხასიათი, ამიტომაც დააიგნორა მისი სიტყვები და სავარძლისკენ მიუთითა. ქალს ეტყობოდა, რომ საკმაოდ განერვიულებული იყო, ქერა თმას ხშირად ეხებოდა, ტუჩის ზედა ნაწილზე კი ოფლის წვეთები გაუჩნდა.

-ვიცი ახლა რასაც გეტყვი ძალიან გატკენს ჯიმინ.

ამოილაპარაკა ქალმა, პაკს პირდაპირ თვალებში უყურებდა, რომლებიც ოდნავ გაფართოვდნენ. ჯიმინის თავში სწრაფად ამოტივტივდა სხვადასხვა ფაქტები, რომლებმაც შეიძლება ატკინოს. საბედნიეროდ სია გრძელი სულაც არ იყო. მას თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ჰყავდა, რომლებზეც ღელავდა. პაკი გაფაციცებით მიაჩერდა ქალს და ძალიან უნდოდა მალე გაეგო, რადგან გული უკვე საოცრად სწრაფად უცემდა.

-რა მოხდა? სწრაფად მითხარი!

ხმაში შიში შეეპარა. ერნამ ტუჩები დაისველა და ყელი გაუშრა.

-მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ ეძებ ლილის მკვლელს.

და ჯიმინს თვალები მაშინვე აეწვა, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ წარსულის გახსენებისას ცრემლები შეეკავებინა. არ უნდოდა, ეცადა შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც ამოტივტივდნენ მოგონებები. გაახსენდა უსუსური სხეული, სისხლით დასვრილი, ცივ იატაკზე, მკვდარი.

-მე არ მინდოდა ამის თქმა, მინდოდა ცხოვრება გაგეგრძელებინა, მინდოდა შურისძიება დაგევიწყებინა.....

ქალმა ამოიოხრა და პაკს თვალი აარიდა.

-მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა. ლილის მკვლელის ვინაობას გეტყვი.

Bleeding hearts still pound (jikook)Where stories live. Discover now