>23<(16+)

710 88 70
                                    


ჯიმინი და ჯონგუკი მშვიდად საუზმობდნენ. თითქოს გუშინდელი სკანდალი სრულიად დაივიწყეს. ყოველთვის ასე ხდებოდა. ქარიშხალი, შემდეგ კი მზე და მისი სითბო. სახლში შუა ღამეს დაბრუნდნენ, ამიტომაც თითქმის შუადღეს გაიღვიძეს. ორივე საკუთარ ფიქრებში დახეტიალობდა. ხმას არ იღებდნენ, სანამ სიჩუმე ჯიმინმა არ დაარღვია.

-მინდა რაღაც გითხრა.

თქვა მშვიდი ხმით, როდესაც ტოსტის ჭამა დაასრულა.

-ამას გუშინდელი სკანდალის გამო არ ვაკეთებ. თავს ვალდებულად არ ვთვლი რამე აგიხსნა.

აი დაბრუნდა ისევ ეს ტონი. საქმიანი, ნეიტრალური.

-თუმცა ჩემს რაღაც ნაწილს სურს, რომ იცოდე.

მან ხელსახოცით მოიწმინდა ტუჩის კუთხე და ჯონს მიაცქერდა, რომელიც ყურადღებით უსმენდა.

-მე და ჯესი...ჩვენ ორი წელია ცოლ-ქმარი ვართ. ვაღიარებ, ყოველთვის საშინელი მეუღლე ვიყავი, ის კი საუკეთესო. მიუხედავად ამისა, მას არც ერთხელ არ შევუწუხებივარ ისტერიკით, ზედმეტი კითხვებით, ჩხუბით.... ალბათ იმიტომ, რომ ქორწინებამდე გავაფრთხილე ჩვენი მომავლის შესახებ და კიდევ იმიტომ, რომ არაჩვეუებრივი ადამიანია.

ჯონგუკი ცდილობდა რაღაცეები ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა, თუმცა არაფრით გამოუვიდა. ყველაფერი მეტად გაურკვევლად ეჩვენებოდა.

-ჯესი ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი. ჩვენ დავმეგობრდით და მე გავიგე, რომ მამამისი გათხოვებას აიძულებდა ფინანსური კრიზისის გამო. საქმრო იტალიელი იყო, ფულიანი ნაბიჭვარი, რომელსაც გოგოს ყიდვა სურდა. მოკლედ რომ გითხრა, მე მაშინ მენტალურად არც ისე კარგ მდგომარეობაში ვიყავი, ჩემს გადაწყვეტილებაზე დედაჩემმაც იმოქმედა, რომელიც მარწმუნებდა, რომ ჯესიკას მამის წყალობით ჩვენი ფირმის ფილიალს იტალიაში გავხსნიდით, რაც წინგადადგუმლი ნაბიჯი იქნებოდა ბიზნესისთვის. ეს დიდად არ მადარდებდა. მე მხოლოდ ჩემი მეგობრის გადარჩენა მსურდა და ჩვენ დავქორწინდით. ჯესმა თავიდანვე იცოდა ჩემი ხასიათის შესახებ და კარგად განვუმარტე ისიც, რომ მასში მხოლოდ მეგობარს ვხედავდი და ასე იქნებოდა სამუდამოდ. ეს უფრო საქმიან გარიგებას გავდა. ჩვენი მშობლები ბედნიერები იყვნენ ჩვენი გადაწყვეტილებით, პაკების კომპანიამ ფინანსური დახმარება გაუწია ჯესის ოჯახს, რომლებმაც სანაცვლოდ საკუთარი გავლენა გამოიყენეს და იტალიაში ფეხი მოვიკიდეთ.

Bleeding hearts still pound (jikook)Where stories live. Discover now