>26<

613 85 96
                                    

ახალი თეთრეულის სურნელი ძალიან სასიამოვნოა. ბალიშს ლოყას ახებ და გრძნობ, რომ საოცრად სუფთაა. ასეთ გარემოში ადამიანებს ყოველთვის უკეთ ეძინებათ. მით უმეტეს, როდესაც ირგვლივ სრული სიჩუმე და სიბნელეა. ძილი დიდი სიამოვნებაა ჯიმინისთვის. ბავშვობიდან ასე იყო. მისი ძმა, ჰოსოკი სულ პირველი იღვიძებდა და პაკსაც აიძულებდა საუზმისთვის ლოგნიდან გამომძვრალიყო. ჯიმინს ყველაზე მეტად ეზიზღება მომენტი, როდესაც ლოგინს ემშვიდობები და საბოლოოდ უნდა წამოდგე ამ სირბილიდან. თან გაღვიძებას ათასი პროცედურა მოსდევს. პაკს გული უწუხდება, როდესაც ცალ თვალს ძლივს გაახელს და ფანჯარაში მკრთალ სხივებ ხედავს. ეს ნიშნავს, რომ გაღვიძების მომენტი ახლოვდება, თუმცა სრულიად სხვა შემთხვევაა, როდესაც ჯონგუკთან ერთან ხარ. ის შენს გაღვიძებას ძალიან ფრთხილი შეხებებით დაიწყებს. შეიძლება თავიდან სრულიად შეუმჩნეველიც კი იყოს, მაგრამ ნელ-ნელა უნებურად ამახვილებ ყურადღებას და ნათლად გრძნობ, როგორ გეფერებიან ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს. ამის გაფიქრებაზე აუცილებლად გაგეღიმება, როდესაც ამ რეაქციას ჯონგუკი შეამჩნევს, ის მაშინვე დაიხრება შენსკენ, თბილ სუნთქვას ლოყებზე იგრძნობ, შემდეგ კი რაღაც სველი წაეთამაშება შენს ტუჩებს. მისი ბაგეები თავდავიწყებით გაკოცებენ, ხელები უხეშად შემოგეჭდობიან და შენ უბრალოდ ძალა აღარ დაგრჩება, ნებისყოფა აღარ გეყოფა, რომ შეეწინააღმდეგო. კოცნას უპასუხებ, გააღრმავებ, უკბენ... გინდა აზღვევინო გაღვიძებისთვის, თუმცა მისგან მხოლოდ კვნესას მიიღებ, რადგან ეს სიგიჟემდე მოსწონს. განა შენ არ მოგწონს? ორივენი ერთმანეთის დამორჩილებას მთელი ძალით რომ ცდილობთ, თუმცა ჯერაც ვერ გაგირკვევიათ ვინ არის უფრო ძლიერი, რადგან ხან შენ იმარჯვებ, თამაშობ მისით, ხანაც ის გჯობნის, გაიძულებს დაეთანხმო და შეუსრულო. ამ ფიქრებში, კოცნებში ჩაფლული აანალიზებ, რომ გღვიძავს. ნერვების მოშლისა და მზეზე ბრაზის გარეშე. განწყობაც მშვენიერია.

Bleeding hearts still pound (jikook)Where stories live. Discover now