part 1

792 65 262
                                    

ბედნიერი ცხოვრება, თბილი ღიმილი, გაბრწყინებული თვალები.

ეს ის არის, რაც თეჰიონს ჰოსოკამდე არავის სახეზე შეუნიშნავს. აქვს შესაძლებლობა იდგეს და მიაშტერდეს მის სახეს წამებით, წუთებითა და საათობით. შეუძლია უყუროს როგორ საყვარლად იცინის, როგორ უბრწყინავს თვალები, როგორ ხდება გარშემო ყველას ღიმილის მიზეზი. მაგრამ თეჰიონში ეს არ არის მთავარი. გრძნობს და ფიქრობს, რომ სიამოვნებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც მის ტკივილით და სიამოვნებით აღსავსე თვალებს დაინახავს. თეჰიონს ჰოსოკი უნდა, მთელი არსით, მთლიანად. ჭკუიდან შლის ის ფაქტი, რომ არ შეუძლია შეეხოს მაშინ, როდესაც მიესურვება.

თავი ამ უიმედო კოსტუმში გამოიკეტა, დაუდგა გვერდით როგორც დაცვა, თავი მოაწონა უფროსობას და მათაც დიდი ნდობა გამოუცხადეს ბატონ კიმ თეჰიონს, მაგრამ რა იცოდნენ რომ ყველაზე მეტად დაცვა ჰოსოკს თავად კიმ თეჰიონისგან სჭირდებოდა?

ბნელ ოთახში გამოკეტილი ზის ხოლმე საყვარელ სავარძელზე და მის წინ კედელზე გაშლილ ფოტოებს აკვირდება. ყველგან ჰოსოკის სახეა. ერთი შეხედვით, შორიდან, შეპყრობილს ჰგავს, მაგრამ ასეც არის, სულით ხორცამდე ჰოსოკისაა, მისით ცოცხლობს, მისით არსებობს. თითქოს წამალია, რომელიც ყოველ დილას მიღების შემდეგ მუშაობის საშუალებას აძლევს. გაშავებული თვალებით მისჩერებია ბიჭის ანგელოზივით სახეს, შემდეგ კი მზერა ლეპტოპზე გადააქვს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩართული იდო და პატრონს ელოდებოდა. თეჰიონი არ ჩქარობს, უნდა მშვიდად დატკბეს, მაგრამ ამდგარი ორგანოსგან გამოწვეულ ტკივილს ვერ აიგნორებს, ასე ძალიან რომ უშლის ხელს.

სავარძელს სცილდება და კლავიატურაზე თითებს აწკაპუნებს, უეცარი მოქმედების გამო მთელ ოთახში მისი ბოხი კვნესა ისმის. საძიებო სისტემაში წერს ჯონ ჰოსოკის სახელს და პირველივე შემხვედრ ვიდეოს აწვება.

𝚂𝚝𝚊𝚕𝚔𝚎𝚛 "𝙸 𝚁𝚞𝚗"Where stories live. Discover now