part 10

448 46 82
                                    

გაოგნება? რბილად ნათქვამია!

თეჰიონი შოკირებული დაჰყურებს ტელეფონის ეკრანს და გაურკვეველი გრძნობით აღვსილი გახევებული ჩერდება! დრო ჰოსოკის მოსვლამდე აქვს! ესეიგი მინიმუმ ოცი წუთი, უზენაესის შემწეობით კი მაქსიმუმ ნახევარი საათი!

რა ჯანდაბა უნდა მოასწოს ამ დროში? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.... რის პაემანი? რა რომანტიკა?

თეჰიონის ბრძნული დასკვნით, ჰოსოკი კაიფშია! სხვა განმარტება მის საქციელს არ აქვს! ეს ფაქტი უბრალოდ აუხსნელია! ან ეს სითამამე.

"თუ გინდა გამჟიმო "

" გამჟიმო "

ბიჭის თავში ერთი სიტყვა ფოიერვერკივით იშლება. ნუთუ პატარა მორცხვი ბიჭი გაგვითამამდა?

თეჰიონი ტუჩს მთელი ირონიით ტეხს, წინ უდაოდ საინტერესო საღამო ელოდება, თუმცა დასაწყისისთვის ახსენდება , რომ პაემნის მოწყობა ევალება და ამ დავალებას თავი უნდა გაართვას, ძალიან აინტერესებს დანაპირები "საჩუქარი " ასე რომ ცდის! მოინდომებს, და გამოუა!

ბიჭი ადგილს სწყდება და პატარა მომცრო ზომის მაგიდას ოთახის ცენტრში ათავსებს!

მადლობა ღმერთს სუფთა გადასაფარებლების ძებნა არ უწევს!

წამით შეშდება, ცარიელ მაგიდას დაყურებს და ცდილობს გაიხსენოს რა არის საჭირო და როგორ უნდა მოაწყოს მსგავსი რამ!

სანთლები!

რათქმაუნდა ეს აუცილებელია! ჰოსოკს რომანტიკა უნდა, სანთლები კი ამისთვის ზედგამოჭრილია! თუმცა სახლში უაზრო ქექიალის შემდეგ სასურველს მაინც ვერ პოულობს, ამიტომაც ოთახში სინათლეს აქრობს, და გალოგენების ნაზი განათებით კმაყოფილდება!

კულინარიაში მასტერი არასოდეს ყოფილა, თუმცა მისი შესაძლებლობები სპაგეტის მაფინებს ადვილად უმკლავდება,

- შენი რომანტიკის სინსილა გაწყდა ჯინ ჰოსოკ! - ამბობს გამწარებული თეჰიონი , როცა აანალიზებს რომ ამის შემდეგ წარმოდგენაც კი არ აქვს რა უნდა გააკეთოს, თუმცა შემდეგ ახსენდება რომ წესით ის გაბრაზებულია და ბევრს მისგან არც არაფერს უნდა ელოდეს ბიჭი!

𝚂𝚝𝚊𝚕𝚔𝚎𝚛 "𝙸 𝚁𝚞𝚗"Wo Geschichten leben. Entdecke jetzt