part 6

380 46 94
                                    

დილა ფიქრებით იწყება, შეუცნობლის შეცნობით, გააზრებით და  " სინანულით " , თუმცა რთულია სინანული უწოდო გრძნობას, რასაც ჰოსოკი განიცდის ამ წამს! ეს უფრო საკუთარი თავის მიმართ ბრაზია, რადგან თავი დაკარგა, კონტროლიდან გამოვიდა, საკუთარ თავს და თეჰიონს უფლება მისცა რეალობას დამშვიდობებოდა, ახლა კი ყველაფერი ერთი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას! მისი კარიერა, თავმოყვარება, და რათქმაუნდა თეჰიონთან ურთიერთობა!

პრინციპში ის არც მოელოდა, რომ მათი ურთიერთობა ამ ღამის შემდეგ წინ წაიწეოდა და ამას მის გვერდით დაცარიელებული ადგილიც მოწმობს, თუმცა გულში, ღრმად, თითქოსდა იმ მხურვალე ღამის, ტკივილით გაჯერებული თუმცა მაინც ნაზი შეხებების ფონზე, მაინც ელოდა თუნდაც ერთად გაღვიძების აწ უკვე უაზრო ჟესტს, რადაგნ მარტო დარჩენილი თავს გამოყენებულად გრძნობს, განსაკუთრებით ახლა, დალურჯებული სხეულით, უკანალში მთუთქავი წვის შეგრძნებით, ჩამწყდარი  ხმით და საკუთარ საწოლში "უპატრონოდ" მიტოვებული!

თავს ისე გრძნობს თითქოს საკუთარ სახლში კი არა, თავის ცხოვრებაში პირველად ნანახ ოთახში იყო, ინტერესით ათვალიერებდა თითოეულ წერტილს, მის ირგვლივ. არ აღიარებდა! თუმცა მაინც ეძებდა თეჰიონის ნიშან წყალს, სჭირდებოდა, სჭირდებოდა მისი აქ ყოფნა, ახლოს ყოფნა, მაგრამ ის გაქრა! მიიღო ის რაც სურდა და გაუჩინარდა, სწორედ ისე როგორც მის სიზმრებში, როგორც ჰოსოკის ყველაზე ნათელ წარმოსახვებში, თუმცა ამჯერად დამძიმებული უბის ნაცვლად, ტონად გაზრდილი, დალურჯებული და დასისხლიანებული სხეული დაუტოვა, გადაყვლეფილი მაჯები, დიახ სამუდამოდ დანიშნული არა გონებაში, არამედ ფიზკირად, რათა ყოველ დღე, ყოველ წამს, ნათლად უდგებიდეს თვალწინ თითოეული წამი, და სიამოვნების, სირცხვილის, ზიზღის და მაინც სიამოვნებისგან შეკერილი მთლიანი ბუკეტი მიიღოს, არ მისცეს იმის დავიწყების შანსი რომ საკუთარი თავი დაკარგა, თეჰიონში ღრმად შეცურა, ფესვები გაიდგა, ახლა კი ყოველგვარი საკვებისგან მოწყვეტილი გახმობის პირას იმყოფება!

𝚂𝚝𝚊𝚕𝚔𝚎𝚛 "𝙸 𝚁𝚞𝚗"Where stories live. Discover now