part 2

380 51 268
                                    

წამი, წუთი, საათი!

დრო კვალვ შეუმჩნევლად იპარება, მაგრამ თეჰიონის სამყარო ერთ მონაკვეთშია გაყინული, მომენტში, სადაც ჰოსოკი წელს ზევით შიშველი დააბოტებს ოთახში!

იხსენებს! შენელებული კადრივით წელავს მომენტს მოგონებაში! უნდა თითოეული ნაწილი დაიმახსოვროს, წინასწარ მონიშნოს, საკუთარ გონებაში მონახაზი გააკეთოს, პირველი სად შეეხება! რომელ ნაწილს დაუფარავს ცხელი კოცნებით, იქნებ ასე ნათლად გამოკვეთილი პრესი? ის ლამაზი კუბიკები ასე მოკრძალებით რომ იმზირებიან მუცელს მიკრულნი?

ან იქნებ ნეკნები? დაკუნთული ქსოვილის მიუხედავად მაინც სათითაოდ რომ მოჩანს მალები! ოხ როგორი ნეტარებით გაუსინჯავდა გემოს, თითოეულ მალას კბილებით დაეჭიდებოდა!

შესაძლოა ლავიწები! ლამაზად მომზირალნი! თავადვე რომ იხმობს თეჰიონს მათკენ! ტკბილი ჰანგებით უჩურჩულებენ ყურში, სიტკბოების შეცნობას პირდებიან! თითქოს იწვევენ, როცა მაისურის ან შეხსნილი პერანგის კიდიდან იმზირებიან!

საწადელსაც აღწევენ! რადგან თეჰიონი გარეთ ვეღარ ჩერდება. აქამდე მანქანას მიყრდნობილი სწრაფი ნაბიჯით იწევს წინ!

ორი საათი გავიდა, რაც უკანასკნელად ნახა, მისი ხმა გაიგო, მანამ სანამ ამ შენობაში არ გაუჩინარდა მისი დაუოკებელი სურვილების ობიექტი!

შეეძლო ძველი მეთოდით, მობილურში ქექიალით და მისი ვიდეოების სქროლვით დაეოკებინა სხეულში წამოშლილი სურვილი, თუმცა სახიფათოა! ნებისმიერ წამს შეიძლება რომელიმე აყლაყი თავს წამოადგენს,თანაც რატომ უნდა უყუროს მინის ეკრანს, როცა შეუძლია რეალურად იხილოს ის, ასე ახლოს, თუმცა მაინც მიუწვდომლად შორს!.....მხოლოდ დროებით!

ეს არ არის სიყვარული!

ეს დამოკიდებულებაა! მიჯაჭვულობა! სნეულება!

ჰოსოკი სისხლშია შერეული! ორგანიზმშია გამჯდარი! თეჰიონშია,მის შიგნით ცხოვრობს, პირდაპირ კანქვეშ! მისი ამოკვეთა, მოშორება, გაშვება! შეუძლებელია!

𝚂𝚝𝚊𝚕𝚔𝚎𝚛 "𝙸 𝚁𝚞𝚗"Where stories live. Discover now