part 5

389 45 103
                                    

დრო უკვე იმდენად იწელება, ჰოსოკს წამით ჰგონია, რომ დედამიწამ მოძრაობა შეწყვიტა ან საბოლოოდ გაჩერდა და მისცა საშუალება, რომ შეეგრძნო ის წამები და წუთები. ის შეხებები და კოცნები, რასაც თეჰიონისგან იმსახურებდა.

სწორედ რომ წამიერად გრძნობდა თავს დამნაშავედ. თითქოს, რაღაც ზებუნებრივი ძალით ტოვებდა ზღაპრულ სამყაროს და მწარე რეალობას უბრუნდებოდა. საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რას ვაკეთებ? ჰოსოკ, რა ჯანდაბას აკეთებ? მაგრამ თეჰიონი ისევ აიძულებდა დაევიწყებინა ყოველივე და დამტკბარიყო იმ ყველაფრით, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ნატრობდა.

ის არ ჩქარობდა, ყველაფერს ნელა და მტანჯველად აკეთებდა. მაგრამ სიკვდილამდე სასიამოვნო, გულის წამღებად, ეიფორიას ქმნიდა და სრულიად სხვა სამყაროში აგდებდა ჰოსოკს. თვალებს მინაბავდა, ღრმად ამოიოხრებდა და ოდნავ შეხსნილი, სველი ტუჩებით თავს მიაყრდნობდა საწოლს.

თითქმის არაფერი, მაგრამ მაინც უამრავი რამ მოხდა. პირველ რიგში ამდენად მოუხერხებელი სააბაზანო დატოვეს და საწოლის სიმტკიცის შეცნობით იყვნენ დაკავებულნი!

მთელი ღამე საწოლს მიჯაჭვული ერთმანეთის მკლავებში ნებივრობისგან დაღლილებიც კი არ იყვნენ. თითქოს დაივიწყეს ის ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდებოდა. ისიც კი, რომ მათი ურთიერთობა ასე უეცრად დაიწყო, მხოლოდ დატოვეს ის, რაც იმ წამს ხდებოდა. დატოვეს, თანაც სამუდამოდ.

თეჰიონის კოცნას, ცხელი ენის კანზე სრიალს ჰოსოკი ჭკუიდან გადაჰყავდა. კვნესასაც არ იშურებდა და ბიჭის მკლავებზე ფრჩხილებსაც ძლიერ ასობდა. ვერც კი წარმოიდგენდა ამდენად თუ იმოქმედებდა, მაგრამ მას ეს მოსწონს, ის ტკივილიც კი მოსწონს, კოცნისას კბილს რომ გამოჰკრავს თეჰიონი კანს.

- ჯანდაბა,- ოხრავს და ტანს მაღლა წევს, ქვედა ნაწილს თეჰიონის უბეს უხახუნებს და მისგან ბოხ კვნესასაც იღებს საპასუხოდ. თითქოს ძალით ცდილობს გამოიწვიოს და ჩაითრიოს ცხელ, ენერგიულ სექსში, მაგრამ ჰოსოკის ტვინი ამჯერად საერთოდ არ მუშაობს, სხეული ინსქტიქტურად მოქმედებს!

𝚂𝚝𝚊𝚕𝚔𝚎𝚛 "𝙸 𝚁𝚞𝚗"Where stories live. Discover now