01

1.1K 118 15
                                    

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჯიმინმა საავადმყოფოს შენობაში შეაბიჯა.

ეს ადგილი მისთვის საშინლად მოსაწყენია, რომელთანაც საერთო არაფერი აქვს, თუმცა იძულებულია იქაურობას ხშირად ესტუმროს, რადგან მშობლებმა სტაჟირების გავლა სწორედ ახლომდებარე საავადმყოფოში აიძულეს. ამრიგად, მისი მთავარი მიზანი ახალი უნარების შეთვისება და კარგი შთაბეჭდილების დატოვებაა, რაც, რა თქმა უნდა, მის მომავალ კარიერაზე დადებითად აისახება.

ჯიმინი ხშირად ეწინააღმდეგებოდა მშობლებს, დიდად არც ახლაა ბედნიერი მათი გადაწყვეტილებით, მაგრამ იძულებულია დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს, რასაც ასე თუ ისე მშვენივრად ართმევს თავს.

პაკმა მისაღებში ანკეტის შევსების ადგილი უღიმღამოდ იკითხა. არაფერი აინტერესებს, მით უმეტეს მისი ახლო მომავალი, რადგან ყველაზე კარგად ხვდება, რომ ბედნიერი არ არის და არც არასდროს იქნება, სანამ ამ შენობაში მოუწევს ყოფნა. იცის, რომ რასაც აკეთებს დროის ფუჭი კარგვაა, მას იმის გაკეთებას სთხოვენ, რაც ყველაზე მეტად არ უნდა.

ჯიმინმა ხელი კორიდორისკენ გაიშვირა, ექთანმა კი იმ მაგიდასთან გაუშვა, სადაც სასურველ თემაზე მეტ ინფორმაციას მოიძევდა. პაკმა უღიმღამოდ გადაუხადა მადლობა და დანიშნულების ადგილისკენ გაეშურა.

მოსაწყენ შენობაში თვალები მხოლოდ წინ მიეპყრო და ცდილობდა არცერთ ოთახში არ შეეხედა. არ უნდა, რადგან იცის, რომ გული ეტკინება.

ჯიმინმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმისას კი თვალები დროულად გაახილა და მისკენ მომავალ ადამიანთან შეჯახებას საოცრად გადაურჩა.

ექიმი... არა... ეს ვიღაც სხვაა

ჯიმინმა მამაკაცს გვერდი აუარა და სანამ გზას განაგრძობდა უხერხული სიტუაციისთვის მოიბოდიშა.

INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now