06

394 75 23
                                    

3 იანვარი იყო ის დამთრგუნველი ცივი დღე, როდესაც თოვლი პირველად ესტუმრა დედამიწას

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

3 იანვარი იყო ის დამთრგუნველი ცივი დღე, როდესაც თოვლი პირველად ესტუმრა დედამიწას. ჯონგუკი პირველი იყო, ვინც ეს შენიშნა, თუმცა ასევე უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ამის შესახებ რამეს იტყოდა.

ჯიმინმა მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როდესაც ლეპტოპიდან თავი ძლივს-ძლივობით ამოყო. თვალები გაუბრწყინდა, სუნთქვა შეეკრა, იმწამსვე ჯონგუკისკენ გაიხედა, უნდოდა მისთვის სასიხარულო ამბავი შეეტყობინებინა, მაგრამ როგორც კი მისი მზერა ჯონს მიეკრო სახე შეეცვალა. ელოდა, რომ ჯონგუკი ენთუზიაზმით სავსე დახვდებოდა, თუმცა ბოლოს ხელში მისი დაღლილი და ჩამქრალი სახე შერჩა.

"ჯონგუკ? ვერ ხედავ?"

ჯონგუკმა ჯიმინისკენ გაიხედა.

"რ...?"

"თოვლი? გარეთ თოვს!"

ჯონგუკმა თავი გვერდზე სუსტად მიატრიალა, რომ ფანჯრიდან გაეხედა. მართლაც თოვდა, ფიფქები ნაზად დაფარფატებდნენ, თუმცა ამან ჯონის ყურადღება მაინც ვერ მიიქცია. სიმართლე რომ ვთქვათ, ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მასზე. მხოლოდ მხრები აიჩეჩა სუსტად და ფილმის ყურება განაგრძო, რომელსაც უკვე ოცდამეათედ უყურებდა.

ჯიმინი დაბნეულობამ მოიცვა.

"მეგონა თოვლს ელოდები, ეს ხომ ის იყო, რაც ყველაზე მეტად გინდოდა..."

პაციენტმა თვალები ცოტახნით დახუჭა და შემდეგ ისევ გაახილა.

INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now