04

404 83 23
                                    

ჯიმინი მგონი ამ ერთი კვირის განმავლობაში მეათედ მიდის საავადმყოფოში. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო, ცხვირს კი შინდისფერ ნაქსოვ შარფში მალავდა, რაც მას სიცივისგან იცავდა.

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯონგუკი სახლში ესტუმრა და მას შემდეგ, ჯიმინი მიხვდა, რომ საავადმყოფოში სიარული უკვე მისი დღიური რუტინა გახდა. და მაშინაც კი, თუ მის მონახულებას ვერ ახერხებდა დღეებს მისთვის შეტყობინებების გაგზავნაში ატარებდა, იქნება ეს ჩვეულებრივი ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, თუ ვიდეო ზარი.

პაკმა ამოისუნთა და საავადმყოფოში შევიდა, მისაღებში უკვე ნაცნობ ქალბატონს მიესალმა( რომელიც ჯიმინს უკვე სახელით იცნობს) და შარფი კისრიდან მოიხსნა.

ჯიმინმა უკვე იცოდა სადაც უნდა წასულიყო...

პაკი ნაცნობ საფეხურებს მიუყვება, ესალმება ნაცნობ სახეებს და იმ ნაცნობ კუთხეში უხვევს, რომელიც ჯონგუკის ოთახამდე მიიყვანს. კიდევ ერთი ოხვრა მოსწყდა მის ტუჩებს, ნელი და დაუდევარი, მაგრამ მაშინვე შეიკავა თავი, როდესაც სადარბაზოში, ჯონგუკის ოთახიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით უცნობი ადამიანი შეამჩნია, სწორედ იმ ადგილად სადაც სტუმრებს შეეძლოთ მოსვენება.

ჯიმინი დიდხანს უყურებდა დაბალ მამაკაცს, თან იცოდა რომ უცნობი მის მზერას ვერ შეამჩნევდა. თავი დაბლა დაეხარა და ყურადღება რაღაც მოწყობილებაზე გადაეტანა, რომელიც როგორც ჩანს ართობდა.

ჯიმინმა უცნობს მალევე გაუარა გვერდი და ჯონგუკის ოთახისკენ გაემართა, მაგრამ როგორც კი ოთახს მიუახლოვდა შიგნიდან ორი ადამიანის ხმა მოესმა. ერთ-ერთი ჯონგუკს ეკუთვნოდა, მეორე ხმის პატრონის ვინაობაზე კი წარმოდგენა არ ჰქონდა. ჯიმინი შეჩერდა, ჩანთას ხელი მოჰკიდა, უკან დაიხია და იმ პატარა უცნობის გვერდით დაჯდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაინახა. იფიქრა, რომ თავხედურად გამოუვიდოდა ჯონგუკის და უცნობის საუბრის შეწყვეტა, ამიტომ იმავე სავარძელზე დაჯდა, სადაც თამაშში გართული უცნობი ადამიანი.

INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)Onde as histórias ganham vida. Descobre agora