03

382 89 19
                                    

დარბაზის დატოვების შემდეგ ჯონგუკმა ჯიმინი ძლივს დაითანხმა, რომ დღეს მასთან დარჩენის უფლება მიეცა.

"ჩემი მშობლები ერთი თვით საზღვარგარეთ გაემგზავრნენ."- უსიცოცხლოდ წარმოთქვა ჯიმინმა. სწორედ მისმა სიტყვებმა გამოიწვია ჯონგუკის აღფრთოვანება და ახალი მიზნის დასახვა. უნდოდა დღეს ჯიმინთან დარჩენილიყო, ამიტომ იქამდე ეხვეწებოდა უჟმურ მეგობარს, სანამ საბოლოოდ არ დაითანხმა. ჩვეულებრივ ჯიმინი გაბრაზდებოდა, თუმცა ჯონგუკის სახეზე ამოტვიფრულმა ღიმილმა დათანხმება აიძულა.

ჯიმინი კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულია საკუთარი თავით.

რამდენიმე წუთში პაკი სახლში ჯონგუკთან ერთად დაბრუნდა. სახლისკენ იმაზე სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა, ვიდრე ჩვეულებრივ. უცნაური იყო, ჯონგუკი ახლადდაბადებული ცხოველივით კანკალებდა. ჯიმინმა გასათბობად კიდევ ერთი ქურთუკი შესთავაზა.

"თბილია..."- შეკრთა ჯონი, როდესაც შიგნით შევიდა და ფეხსაცმელი გაიხადა.

"იმედი მაქვს."- ჯიმინიც ჯონგუკს შეჰყვა და თავი გვერდზე გასწია. "ჩემი ოთახი აქეთაა."

ჯონგუკი ჯიმინის ცოცხლად მიჰყვებოდა, თან დროდადრო სახლს ათვალიერებდა. მოიხიბლა სახლის ინტერიერით, ყველაფერი მოწესრიგებული იყო, თითოეულ საგანს თავისი ადგილი ჰქონდა. მათი ერთიანობა კი სახლს თბილ ატმოსფეროს სძენდა, ეს კი ჯონგუკს თავის სახლს ახსენებდა...

ჯონგუკი ლამის ჯიმინს შეეჯახა, როდესაც პაკი თავისი ოთახის შესასვლელთან უეცრად შეჩერდა.

"შეგიძლია ნებისმიერ ადგილას დაჯდე."- წარმოთქვა ჯიმინმა, თავად კი ლოგინზე მოთავსდა, ცალი ფეხი მოკეცა და ლეპტოპს მიუბრუნდა.

"ეს შენი საწოლია, არა?"- ჯონგუკმა ჯიმინის ქურთუკი გაიხადა.

"ხომ გითხარი, შეგიძლია ნებისმიერ ადგილზე დაჯდე."

INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now