07

677 85 93
                                    


[ახალი შეტყობინება]

from: ჰოსოკი (გაგზავნილია 31 იანვარს 14:25 საათზე)

[ჰეი, აქ ხარ?]

ჯიმინი:

[კი]

ჰოსოკი:

[საქმეები როგორ მიდის?]

ჯიმინი:

[ყველაფერი უარესობისკენაა.]

ჰოსოკი:

[ჯონგუკი როგორ...არის?]

ჯიმინი:

[არ ვიცი...]

ჰოსოკი:

[შეუძლია სიარული? საუბარი?]

ჯიმინი:

[არა... სიარული გასულ კვირას ოდნავ მაინც შეეძლო, მაგრამ ახლა სრულიად დაუქვეითდა. ალბათ საუბარსაც მალე ვეღარ შეძლებს.]

ჰოსოკი:

[გასაგებია. პირდაპირი ადამიანი ყოფილხარ]

ჯიმინი:

[ მაპატიე, არ ვიცი სხვაგვარად როგორ მეთქვა.]

შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ჯიმინმა ტელეფონიდან ამოიხედა და შენიშნა, რომ ჯონგუკი მწვავე ინტერესით უყურებდა.

"ვინ არის?" - ეს შეკითხვა მის თვალებში იკითხებოდა.

"ჰოსოკია."- ჯიმინმა ეს სახელი ნაკლები ინტერესით წარმოთქვა, მაგრამ იცოდა, რომ როგორც არ უნდა ეხსენებინა მისი სახელი მასზე რეაგირება ჯონგუკს მაინც ექნებოდა.

და ეს მართლაც მოხდა.

ჯონგუკი ჯიმინის ხელებს უყურებდა. თვალებში ეტყობოდა რამდენად ენატრებოდა მეგობარი. ტელეფონის დამალვისას ჯიმინი დანაშაულის გრძნობამ შეაწუხა, ამიტომ ისევ ამოიღო ჯონგუკის დასანახად.

"გინდა ფოტო გამოგიგზავნოს?"

ჯონმა ზევით აიხედა, ერთი წუთით დაფიქრდა და შემდეგ თავი დაუკრა.

ჯიმინმა ჰოსოკს მისწერა, რომ ფოტო გადაეღო და ჯონგუკისთვის გაეგზავნა, მისგან პასუხს კი საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ჰოსოკმა მაინც შეუსრულა სურვილი თან ფოტოს მაგივრად ვიდეო გამოუგზავნა.

INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now