1

810 42 31
                                    


ყოველთვის განსხვავებული ქცევები,განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით,განსხვავებული სტილი...ესენი ის მიზეზები არიან რის გამოც შეიძლება გაირიყო საზოგადოებიდან.

როგორი წარმოგიდნგენიათ 18 წლის ბიჭის ცხოვრება?
და თან თუ ეს ბიჭი უსინათლოა?

გოგონების დევნაში ატარებს დროს,საერთოდ არ სწავლობს.ნარკოტიკები,ამით ყველას ყურადღებას იპყრობს და ა.შ.

ან შეიძლება პირიქით,საუკეთესო მოსწავლეა სკოლაში.არავინ აქცევს ყურადღებას და ეს მას არ ანაღვლებს..

მოკლედ რაც არის,მე არცერთ შემთხვევას არ მივეკუთვნები.

________________________________

ჩემს ოთახში ვზივარ.მუქი ლურჯი კედლები,ორი დიდი ფანჯარა და დიდი საწოლი.ერთი დიდი გარდერობი და მე.
ეს ყველაფერი მითხრეს.რომ ვხედავდე დაწვრილებით მოგითხრობდით.

საწოლზე მაისურის ამარა ვწევარ,მიუხედავად იმისა რომ ზამთარია.
არანაირი საახალწლო განწყობა,მიუხედავად იმისა რომ 2 დღეში ახალი წელია.

მხოლოდ იმაზე მეფიქრება რა შეიძლება ვაჩუქო კაცს,რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო.ოჰ,ადვილი არ გეგონოთ.ჩემი ასაკის რომ იყოს კიდევ ჰო,მაგრამ არა.ის კაცია და მალე 30 წლის ხდება.
მე და ჩემი ამბავი მის გარეშე ვერ ჩაივლის,ამიტომ ცოტა რამ ჩვენზე...

თითქმის გონება დაკარგული ქუჩაში სიარული ჩემი საქმიანობაა.არა,სმით არა,არც დიდი დოზით ნარკოტიკისგან ან რაიმე ასეთი.უბრალოდ,ცხოვრებისგან სილა მივიღე,დიდი დოზით.

მოგეხსენებათ,უსინათლო ვარ თუმცა გარეთ ხეტიალი მაინც გამომდის.საქმე არ მაქვს,სკოლაში არავინ მიმიღო.

მოკლედ,ყველა ნაბიჯის დამახსოვრება შევძელი ამ წლების მანძილზე.
სახლის კარს მივუახლოვდი და შევაღე.დედას რომ გაეგო,დავბრუნდი,ხმამაღლა ვთქვი სახლში ვარ-თქო და ისიც შემომეგება.მისი ნაბიჯების ხმა გავიგე.ალბათ მისი საფირმო ღიმილით მოდის ჩემსკენ,ეს ვიცი მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავ.

სინათლე შენს თვალებშიWhere stories live. Discover now