4

333 34 16
                                    


ბოლოს გადავწყვიტე მეკითხა:

-დისკომფორტს ხომ არ გიქმნი?

-არანაირად.პირიქით,ვინმესთან ერთად სიარული კარგია.

როგორც ჩანს ბიბლიოთეკასაც მივუახლოვდით.უკვე ბნელოდა,ირგვლივ ნათურები აინთო.მე კი მათ ვხედავდი.

შიგნით შევედით.

როგორც ჩანს,ბევრი განათება ეკიდა.

-პატარა ბიჭო,ახლა წიგნს ავიღებ.მერე ნაყინზე დაგპატიჟებ და სახლში მიგიყვან.

მე გავიღიმე.

-საჭირო არაა ჩემი სადმე წაყვანა.

-მე კი მგონია რომ ეს მინდა.

გავიღიმე.

შეიძლება ახლა იმიტომ რომ მიზეზი მქონდა.
ვიცნობდი ადამიანს,რომელმაც მითხრა:
შენ არ იცი მაგრამ,როდესაც იღიმი ყოველთვის გიყურებ.

და ახლაც,იქნებ მისი მზერა ჩემზე იყო მომართული.

-წიგნები გიყვართ მასწავლებელო?-ვკითხე როცა ბიბლიოთეკა დავტოვეთ.

-თანაც როგორ.თუ გინდა პარკში გავიდეთ.

-ასე უცებ?

-ჰო.თუ გინდა რათქმაუნდა.

ბოლომდე ვერ ვენდობოდი.
არაა მგონი გასაკვირი თუ შენზე 12 წლით უფროს ადამიანს რომელიც 2 დღეა გაიცანი,სადღაც არ მიყვები და ვერ ენდობი.

-მაპატიეთ,ჩვენ ამდენად ახლოს არ ვართ.-თავი ჩავხარე,თან შემრცხვა.

-ჰეი,ჰეი.არაუშავს,არ ხარ ვალდებული მენდო.ახლა სახლამდე მიგაცილებ კარგი?

მითხრა თუ არა,ტელეფონის ზარი გაისმა.

-მაპატიეთ.

ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე,ჩავრთე.
სინათლეს ვხედავდი...მწვანე განათებას დავაჭირე.

-ჰო,დე.

-ჯონგუკ სად ხარ?!

მკითხა მშვიდი ტონით.

-ბიბლიოთეკასთან.მე და ბატონ თეჰიონს ერთი გზა გვქონია და აქ წამოვედით.სახლში მალე დავბრუნდები.

სინათლე შენს თვალებშიWhere stories live. Discover now