9

271 23 9
                                    


გადავწყვიტე...

თეჰიონს უნდა ვუთხრა ჩემს გრძნობებზე.

ჩემთვის ახალია ეს გრძნობა,მაგრამ მინდა,რომ მასთან უფრო თავისუფლად ვიყო,არ მრცხვენოდეს,არ მეშინოდეს.

"დღეს როგორი საყვარელია პატარა ბაჭია"

"გაკვეთილების დრო ხომ არ გავზარდოთ?არ მყოფნის შენთან გატარებული დრო"

"როცა იღიმი,ყოველთვის გიყურებ"

რომელ სულიერს არ აუჩქარდება გული ამ სიტყვებზე?
მითუმეტეს თუ ამას კიმ თეჰიონი ამბობს,მაგრამ მთავარი ისაა,რომ ჰიონი ასეთი ტკბილი მხოლოდ ჩემთანაა.

••••

-ნუ მჩქმეტ თეჰიონ,ვსწავლობ.

-მაგრამ ძალიან საყვარელი ხარ.

თითქმის ასეთია ჩვენი ყოველდღიური დიალოგი.ის მაწვალებს,მე ვითომ არ მინდა...არადა იმდენად მიყვარს ეს პროცესი,მის თავსაც უფრო მაყვარებს.

-ჩემი წასვლის დროა.-ვთქვი როცა დედაჩემის მანქანის სიგნალის ხმა გავიგონე.

-ჯონგუკ,მგონი დედაშენთან ერთად ის კაციც მანქანაშია.

ფეხზე სასწრაფოდ წამოვდექი.თეჰიონი ჩემთან ახლოს მოვიდა.

ამას ყოველთვის ვგრძნობ,თანაც აურაც ისეთი დაძაბული ხდება...

-რაღაცნაირად მეშინია ჰიონ...-ჩავიბუტბუტე იმის იმედით,რომ თეჰიონი დამამშვიდებდა.

-კარგი რა პატარავ,არ უნდა გეშინოდეს,შეიძლება შენი ახალი მამაც გახდეს,ვინ იცის...-ხელები ლოყებზე გადამისვა.

ვერ ვხედავ,მაგრამ ვგრძნობ,მისი თითები ჩემი სამოთხეა...

-კარგი,მაგრამ პატარას ნუ მეძახი.

-პატარა ხარ და რათქმაუნდა პატარას დაგიძახებ.

ქურთუკი მოვიცვი თუ არა,ჩემთან ახლოს დაიხარა.

-ოღონდ მხოლოდ ჩემი პატარა,კარგი?!

ყველანაირად ვცდილობ სიმორცხვე დავმალო.
რამდენიმე წამში კარზე დედაჩემი აკაკუნებს და "უხერხულობას" ფანტავს.

სინათლე შენს თვალებშიWhere stories live. Discover now