3

346 33 10
                                    


მანქანაში ჩავჯექით.სახლში იმაზე მალე მივედით ვიდრე სახლიდან აქ.

თავს ისე ვატრიალებდი,თვალებს ისე ვაცეცებდი გეგონებოდათ რამეს ვხედავდი.როგორ მინდოდა შემძლებოდა.

მანქანა გაჩერდა,როგორც ჩანს,მივედით.

სახლში შესულებს დედაჩემი შემოგვეგება,სამსახურიდან დროზე ადრე დაბრუნებულა.

-გამარჯობა ქალბატონო სუმინ.-მიესალმა თეჰიონი დედას.

-გამარჯობა თეჰიონ.ცოტა ხნით შემოდით,ყავას და ხილს შემოგთავაზებ.-დარწმუნებული ვარ დედა იღიმის.მე კი როგორ მინდა მისი ღიმილის დანახვა.

-სიამოვნებით.

მე უბრალოდ ვიდექი.
სადღაც ვიხედებოდი.

-ჯონგუკ,შენც მოდი შვილო.თუ დასვენება გირჩევნია?

-მეც თქვენთან ვიქნები.-გავიღიმე.

ზედმეტად ბევრს ვიღიმები იმის ფონზე რომ არ ვიცი როგორია ის?
იქნებ სულაც არავის მოწონს.

მისაღებში დავსხედით.დედამ მასწავლებლის გვერდით დამსვა.

მე კი,ისევ არ მიმსჯელია.უბრალოდ შევეკითხე თეჰიონს:

-ლამაზი ღიმილი მაქვს?

ალბათ გაოცებული შემომცქეროდა.ან პირიქით.

-ზედმეტად მშვენიერი.შენ არ იცი მაგრამ,როცა იღიმი,ყოველთვის შენ გიყურებ.

-ჰმ,მადლობა.-თავი ჩავხარე.ალბათ გავწითლდი.

-მეც მოვედი.-თქვა დედამ.

თავზე ხელი გადამისვა,მაკოცა და მომშორდა.

-დღეს როგორი დღე იყო?-მერე იკითხა.

-ჩემთვის შესანიშნავი.რაღა დაგიმალოთ და თქვენი შვილით მოვიხიბლე.უბრალოდ,ორი მოსწავლე მყოლია დაბარებული და აღარ მახსოვდა.აშკარად,ჯონგუკს აწყენინეს.

ალბათ დედა მიხვდა.შეიცხადა:

-როგორ თუ...პატარავ,კარგად ხარ?

სინათლე შენს თვალებშიWhere stories live. Discover now