2

364 37 49
                                    


დილით ჩემდა გასაკვირად ჩემით ვიღვიძებ.აქამდე სულ დედა მაღვიძებდახოლმე.

მოდი აქვე იმასაც გეტყვით სულ „დედა"ს რატომ გავიძახი.

რათქმაუნდა ამას მიზეზი არ სჭირდება მაგრამ,პირველი ისაა რომ:
ის ერთადერთი ადამიანია ვინც მიყვარს და ისიც იგივეს გრძნობს ჩემს მიმართ.ხელს არ მკრავს და ჩემზე ზრუნვას განაგრძობს.ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრს აკეთებს.ისეთი ვუნდივარ როგორიც ვარ.და მეორე:

მან ჩემს გამო მამაზე უარი თქვა.
როგორ შეიძლება იმ კაცს მამა ვუწოდო მაგრამ მაინც.

9 წლის ვიყავი,ერთ დღესაც გავიღვიძე და ვიგრძენი სიბნელე ჩემს გარშემო.ვგრძნობდი და ვხედავდი სიბნელეს ან არაფერს.
მამა ამ დროს სამსახურის საქმეებზე იყო წასული ქალაქგარეთ.ერთ კვირაში დაბრუნდა იმის შემდეგ რაც ჩემი სიბრმავის ამბავი ოფიცილურად დადასტურდა და მან უბრალოდ ჩემზე ძალადობა დაიწყო.ბოლოს ეგეც მობეზრდა და დედა არჩევნის წინაშე დააყენა.მან კი მე ამირჩია.

კიდევ მყავს ერთი საუკეთესო მეგობარი.მინ იუნგი.

ახლო მომავალში მასზეც მოგიყვებით.

ოთახში დედა შემოდის,მიხარია რადგან ტანსაცმელს დამოუკიდებლად ვერ ავარჩევ.

-დილამშვიდობისა პატარავ.აი დღეს ესენი ჩაიცვი.10 წუთში გავიდეთ,მაქამდე ვისაუზმოთ.მიდი...გელოდები.

ტანსაცმელი ჩავიცვი,მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი რა,მაინც ალბათ ლამაზია რადგან დედაჩემის გემოვნებას ვენდობი.

-მემგონი მზად ვარ.-ვუთხარი დედაჩემს.

სამზარეულოში ერთად ჩავედით.
სუმინს ბლინები ქონდა მომზადებული.სიროფთან ერთად მისი ჭამა მიყვარს.

-ყოჩაღ პატარავ.-შემაქო რადგან ბოლომდე დავასრულე ჩემი ულუფა.

ზოგადად ჭამა არ მიყვარს.

-დედაა,ამას ნუ მეძახი.მე უკვე დიდი ვარ.

სინათლე შენს თვალებშიWhere stories live. Discover now