<1>

8.6K 295 105
                                    


ჩვენს ცხოვრებაში არის მომენტები, რომელებიც განსაზღვრავენ ჩვენს რეალურ სახეებს და რომლებსაც გამუდმებით ვუკვირდებით.
მათთან ერთად ვცხოვრობთ და მათთან ერთად ვკვდებით.

"მის" გამოჩენამდე ეს ჩემი ცხოვრება უბრალოების გარდა არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.

ჩემი ძველი სახლი მომენატრებოდა.
ის გარეუბანი, სადაც მე და დედა ვცხოვრობდით, ახლა მხოლოდ მოგონების კორიანტელადაა ქცეული ჩემს გონებაში, რომელიც სქელ მტვრად მოსდებია მას. ჩემი ოთახი, სადაც საათობთ ვიწექი საწოლზე და ჩემს თავთან მარტო ვრჩებოდი. ვუყურებდი ჭერს და ვიძირებოდი იმ ფიქრებსა და ოცნებებში, რომლებიც ასე ძალიან მინდოდა ამსრულებოდა.

სევდიანად მოვათვალიერე ჩემი ოთახი, რომელსაც კარგა ხნით ვემშვიდობებოდი და ჩემი ნივთებით სავსე ყუთი ხელში ჩავიბღუჯე. ნოსტალგიაში ვიყავი, როდესაც დედაჩემის ხმა მომესმა დაბლიდან

- შ/ს მანდ რას აკეთებ, ჩამოდი თორემ ძალიან გვიანაა და თვითმფრინავის რეისზე დაგაგვიანდება.

ამოვიოხრე და ჩემი ოთახის კარი ფრთხილად გამოვხურე. დედა სამზარეულოში მელოდებოდა და ცდილობდა ყველანაირად მომზადებული გავეშვი კოლეჯში

- აბა რა გვავიწყდება? ფენი?

- არა - გამეცინა

- დამტენი?

- არაა

- ჰიგიენის საშვალებები?

- დედა არა, დამშვიდდი, ყველაფერი ჩავალაგე

- ძვირფასო არმინდა რამე დაგავიწყდეს..

- ნამდვილად არაფერი მავიწყდება, რადგან შენ ერთი თვით ადრე დამაწყებინე მზადება

- მამაშენი დაგხვდება? - ღიმილიანი სახე ეცვალა როცა მამა ახსენა

- კი აეროპორტში დამხვდება

- იცოდე შ/ს, რომ გავიგო იმ ქალთან ერთად ერთ სახლში აპირებს შენს გაჩერებას, იმწუთას ჩამოვალ და სახლში ჩამოგიყვან

შენ ჩემი გახდები || J.J.K Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum