<9>

3.5K 230 128
                                    

Y/N's pov:

თავს უცნაურად ვგრძნობდი, მას შემდეგ, რაც კაფეში ჯონგუკს უნებლიედ ამდენის უფლება მივეცი. უბრალოდ ვიჯექი გამოშტერებულივით და არაფერს ვაკეთებდი. რამდენჯერაც არ უნდა მეფიქრა ამაზე, იმდენჯერ ჩემი თავი მძულდა.

თუმცა რა დროს ესაა. ამაზე საინტერესო რამ ახლა მოხდება.

ალბათ გახსოვთ ჩემი შურისძიების გეგმა, რომელშიც სამი მათგანი უკვე გაეხვა, როგორც საწყალი თევზები მახეში, რომელთა დასაგლეჯადაც ემზადებოდნენ. იუჯუნი დეპრესიისგან ისე იტანჯებოდა, რომ მას მერე ნამდვილი ბომჟივით დადის სპორტულ ჰუდში თმა და სახე დაუბანელი, ახლოსაც კი არავინ ეკარება. იუნგიმ შეყვარებული დაკარგა და პირადი ურთიერთობა ჩაუვარდა. ხოლო სივუ, რომელიც ყველამ ნახა თუ როგორ ჟიმავდნენ საშრობში ნამდვილი ბოზივით, სამი კვირაა რაც სკოლაში არ გამოჩენილა.

ახლა მეოთხე მათგანის, სეას ჯერია. თანაც უკვე მოფიქრებული და დაგეგმილი მაქვს მასზე რაც უნდა მოვიმოქმედო.

რამოდენიმე დღის წინ გავიგე, რომ სეა წარმოშობით გვანჯუს ერთ-ერთი სოფლიდანაა, რისიც თურმე ძალიან რცხვენია და შიშით მალავს ამ ფაქტს, რადგან ეშინია რომ მთელი სკოლა მასხრად აიგდებს.

მართალია, რომ სოფლელობა კარგი ხელჩასაჭიდი მასალა არ არის, რადგან ვერაფერს ვხედავ დასაცინს იმაში, რომ ადამიანი წარმოშობით პროვინციიდან იყოს, თუმცა სამაგიეროდ ამ სკოლის დეგრადირებული მოსწავლეები ფიქრობენ ასე. მათთვის სოფლელობა დასაცინია, ამიტომაც ეს ინფორმაცია ჩემთვის გამოსადეგი იქნება.

ის ფაქტი, რომ სეა ასე გამალებით ცდილობს დამალოს თავისი პროვინციელობა, უკვე ნიადაგს მაძლევს, რომ ეს საჯაროდ გამოვუაშკარაო.

სისუსტე ყველა მათგანს აქვს, რომლებსაც მე სათითაოდ გადავხდი ფარდას, ისე, რომ სირცხვილისაგან იწვოდნენ და ის სიმწარე, რომელსაც მე განვაცდევინებ, არცერთ მათგანს არასოდეს არ დაავიწდეს.

შენ ჩემი გახდები || J.J.K Where stories live. Discover now