<10>

3K 205 91
                                    

Y/N's pov:

- შენ ხარ ის, ვინც ამ ყველაფერს გვიწყობს?

- რა თქვი? - ვცდილობდი ნერვიულობა არ შემტყობოდა, რადგან ოდნავი არასწორი ემოცია ჩემს სახეზე და ჯეონ ჯონგუკი მახეში ისე გამაბავს, თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებ.

- გაუგებრად ვლაპარაკობ? - ბრაზისაგან ყბები დაეჭიმა და ცალი ხელი, რომელიც ჩემი თავის გასწვრივ ლოქერზე ჰქონდა მიბჯენილი, მომუშტა.

- არ ვიცი რას გულისხმობ, რა გინდა ჩემგან.. - შეშინებული და შეძრწუნებული სახე მივიღე, თითქოს ამ ქვეყანაზე ყველაზე უდანაშაულო და უცოდველი გოგო ვიყავი. რომ არა ჩემი მსახიობობის ნიჭი, ალბათ ახლა უკვე გამოააშკარავებული ვიქნებოდი, მაგრამ ჯონგუკს ბოლომდე არ სჯეროდა ჩემი მსახიობობის და ცალწარბაწეული შემომხედა.

- ღმერთო ჩემო, რა კარგი მსახიობი ხარ, პირდაპირ შთამბეჭდავია .. - უკან დაიხია სახეზე ფართო ღიმილით და ხელისგულები ერთმანეთს შემოკრა.

- არ შეგიძლია, რომ თავი დამანებო? - ნიანგის ცრემლი გადმომიგორდა ლოყაზე და ვეცადე ბუნებრივი დამაჯერებლობით ამკანკალებოდა ტუჩები.

- არა - გაიცინა და თეთრი მაისური ჩაიცვა.

ხმამაღლა ამოვისუნთქე და წასასვლელად გავბრუნდი, თუმცა მისმა ხელმა შემაჩერა, რომელიც ლოქერს ისეთი სისწრაფით და ძალით მიახეთქა, რომ ლამის გული კისერში გამეჩხირა.

- მე რა, გითხარი, რომ წასვლა შეგეძლო? - როდესაც მომიახლოვდა, თმა ყურს უკან გადამიწია, მე კი კანზე ვგრძნობდი მის ნასუნთქ ჰაერს.

- გამიშვი.. - ბავშვური ხმით ამოვიტირე და ვეცადე ხელებიდან დავძრომოდი, რაც ამ ჯერზე გამომივიდა, თუმცა თვითონვე გამიშვა, თორემ დაკავება ჩვეულებრივად შეეძლო.

კარს სასწრაფოდ მივვარდი და სახელურს ჩამოვქაჩე, თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ ჩაკეტილი იყო.

- ჯანდაბა.. - ჩუმად ჩავილაპარაკე და საკეტი შევამოწმე, მაგრამ კარი გარედან იყო ჩაკეტილი.

შენ ჩემი გახდები || J.J.K Where stories live. Discover now