<6>

5.6K 281 192
                                    

y'n's pov:

როგორც უკვე იცით, ჩემი კოლეჯში წასვლის პირველი დღეები საშინელად კატასტროფული აღმოჩნდა ჩემი ახალი უზრდელი და თავხედი კურსელების გამო, რომელებმაც უკვე მოახერხეს და თავი შემაძულეს, თუმცა ის კი ვიცი, რომ არცერთ მათგანს არ შერჩება ის, რაც ჩემთან ჩაიდინეს.

ალბათ ახლა იფიქრებთ, რა ჩაიდინეს ისეთი, რითაც ასე გამწარდაო, მაგრამ თქვენ რომ იქ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, დამერწმუნეთ ალბათ იმაზე მეტად შეურაცხყოფილად იგრძნობდით თავს, ვიდრე მე ვიგრძენი იმ დროს.

ამის შემდეგ ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ ყველა მათგანს სასტიკად ვანანებდი ამ საქციელს და გავაკეთებ კიდეც ამას. მათი მთავარი სისუსტე ის არის, რომ ჯერ არ იცნობენ ვინ არის ნამდვილი შ/ს, რომელიც თითოეულ მათგანზე იძებს შურს.

დარწმუნებული ვარ პირველი არ ვარ, ვისაც ასე ნაძირლურად მოექცნენ და ალბათ ფიქრობენ, რომ მეც ერთ-ერთი იმათგანი ავღმოვჩნდები, რომელიც ამ დამცირებას ჩვეულებრივად გაატარებს და სულელივით შეეგუება იმ ფაქტს, რომ ისინი მე ყოველთვის დამაბულინგებენ, ხოლო მე ამას ყოველ ჯერზე ავიტან.

ნამდვილი იდიოტები არიან და ძალიან შეცდნენ, რომ მე გადამიკიდეს. ისეთივე ბოროტული საქციელით გადავუხდი თითოეულ მათგანს, როგორც მე მომექცნენ.

ჩემი გეგმის პირველ რიგებში ის ძუკნა გოგონები არიან, რომლებმაც მშვენივრად იხალისეს ჩემზე და ჩემი უმანკოება იმიტომ გაუკვირდათ, რომ მათ არ ვგავარ და დღეში მათსავით ხუთ სხვადასხვა ბიჭთან არ მაქვს სექსი.

გოგონებიდან იმიტომ ვიწყებ, რომ ბიჭები ძალიან მარტივი სამიზნეები არიან. მათი დამორჩილება და ჭკუიდან გადაყვანა ძალიან მარტივია, ისინი ხომ თავიანთი პენისების მონები არიან.

მართალია, რომ ვინც შურისძიების გრძნობას ეწაფება რისკს სწევს, რომ საწამლავს დალევს, მაგრამ ამის არ მეშინია. არ ვაპირებ იდიოტივით ვიჯდე და მათი ბულინგი ავიტანო, რაც დარწმუნებული ვარ ყოველთვის გაგრძელდება, სანამ მე არ ჩავერევი და არ დავანახებ, რომ ბედის მორჩილი სულელი გოგო არ ვარ, რომელიც მათ ყველა დამცირებას აიტანს.

შენ ჩემი გახდები || J.J.K Where stories live. Discover now